სასამართლო და არბიტრაჟი

იურიდიული კომპანია Justice League კლიენტებისთვის საარბიტრაჟო და სასამართლო დავების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რაც მიზნად ისახავს რთული კომერციული დავების ეფექტიან გადაწყვეტას.

ჩვენი იურიდიული გუნდი გთავაზობთ სტრატეგიულ წარმომადგენლობას როგორც სასამართლო პროცესებში, ისე დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმებით, თქვენი ბიზნესისა და პირადი ინტერესების დასაცავად.

სასამართლო და არბიტრაჟი - ძირითადი განსხვავებები

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება არბიტრაჟისა და სასამართლოს გზით დავის გადაწყვეტას შორის.

საარბიტრაჟო დავა წარმოადგენს დახურულ, ხშირად უფრო სწრაფ პროცესს, სადაც მხარეები წარადგენენ საკუთარ პოზიციას ნეიტრალური არბიტრის წინაშე, რომელიც აირჩევა მხარეთა შეთანხმებით ან საარბიტრაჟო ინსტიტუტის წესების შესაბამისად.

სასამართლო დავა წარმოებს საერთო იურისდიქციის მქონე სასამართლოებში და ითვალისწინებს დავის განხილვას მკაცრი საპროცესო ნორმებით.

საჯარო სხდომებსა და გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას სააპელაციო და უზენაეს სასამართლო ინსტანციებში. არბიტრაჟი გამოირჩევა უფრო სწრაფი ვადებით, კონფიდენციალურობითა და მოქნილობით.

როგორ დაგეხმარებათ Justice League სასამართლოსა და არბიტრაჟში?

ჩვენი წარმომადგენლობა საარბიტრაჟო ინსტიტუტებში მოიცავს პროცესის სრულ სპექტრს - საქმის მომზადებით დაწყებული, არბიტრაჟში წარმომადგენლობით დასრულებული.

საქართველო არის 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის წევრი, რაც ქმნის სტაბილურ სამართლებრივ ჩარჩოს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულებისთვის. ჩვენი გუნდი უწევს მხარდაჭერას უცხოურ კომპანიებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში, საქართველოს სასამართლოში.

სასამართლო დავების მხარდაჭერა მოიცავს სამოქალაქო/სამოქალაქო საპროცესო, ადმინისტრაციულ, ვალდებულებით, სახელშეკრულებო, სამეწარმეო/საკორპორაციო, კომერციულ, შრომით, საკუთრებასთან დაკავშირებულ, და სხვა სახის სამართლებრივ დავებს. ასევე უზრუნველყოფილი გარიგებების, სასაქონლო ნიშნების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მაუწყებლობისა და კომუნიკაციების შესახებ სამართალთან დაკავშირებულ დავებს.

ჩვენ ვაწარმოებთ, სხვადასხვა ტიპის დავებს. პარტნიორთა შორის წარმოშობილი კონფლიქტებიდან დაწყებული, სახელშეკრულებო დარღვევებისა და სხვა სამართლებრივი საკითხებით დასრულებული და წარმოვადგენთ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს ყველა ტიპის კომერციულ და სამოქალაქო დავაში.

ჩვენი გამოცდილი გუნდი შედგება წამყვანი ადვოკატებისგან, როგორც საარბიტრაჟო, ისე სასამართლო დავების მიმართულებით საქართველოში. ჩვენ გთავაზობთ კლიენტზე მორგებულ, დავის გადაწყვეტის ეფექტურ სტრატეგიებს, თითოეული კლიენტის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

Justice League All rights reserved
Loading
სასამართლო დავა და არბიტრაჟი | Justice League