კომპანიის რეგისტრაცია
კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში
არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს სტარტაპი ან საშუალო თუ დიდი ბიზნესი - Justice League გთავაზობთ თქვენზე მორგებულ მომსახურებას კომპანიის დაფუძნებისა და რეგისტრაციის პროცესში, როგორც ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ისე, უცხოელი ინვესტორებისთვის.
კომპანიის რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, გამარტივებული რეგულაციებითა და ხელსაყრელი საგადასახადო პირობებით არის შესაძლებელი; ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ბიზნესის რეგისტრაციასა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვას საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად.
საქართველო, საერთაშორისო რეიტინგებით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ბიზნესის დასაწყებად. მეწარმეები და ინვესტორები საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ირჩევენ:
- სტრატეგიული მდებარეობა: საქართველო წარმოადგენს ლოგისტიკურ ჰაბს აზიასა და ევროპას შორის, რაც ამარტივებს რეგიონალურ ვაჭრობას.
- თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები: ევროკავშირთან (DCFTA), EFTA-სთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და სხვა მნიშვნელოვან პარტნიორებთან, საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები.
- დაბალი გადასახადები: საქართველოში მოქნილი და კონკურენტუნარიანი საგადასახადო სისტემა მოქმედებს, მათ შორის, შეღავათები რეინვესტირებულ თანხებზე, 15%-იანი მოგების გადასახადი.
- მხარდამჭერი გარემო ინვესტორებისთვის: კომპანიის დარეგისტრირება და ფლობა უცხოელებისთვის შესაძლებელია ადგილობრივი დამფუძნებლის გარეშე. დამატებით კი, შპს-სთვის არ არის განსაზღვრული მინიმალური საწესდებო კაპიტალი.
- სპეციალური ბიზნეს ზონები: საგადასახადო შეღავათები კონკრეტული სექტორის წარმომადგენლებისთვის.
როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია საქართველოში?
საქართველოში კომპანიის დარეგისტრირება კომპლექსური პროცესია, რომელსაც Justice League-ის გამოცდილი გუნდი მარტივად წარმართავს.
პირველ რიგში, თანამშრომლობა კონსულტაციით იწყება - ჩვენი გუნდი თქვენთან ერთად განიხილავს თქვენი ბიზნესის მიზნებს, რისკებსა და იურიდიულ ფორმებს, რაც საწყისია თქვენი კომპანიის გრძელვადიანი ოპერირებისა და კანონმდებლობასთან თქვენი ბიზნესის სრული შესაბამისობისთვის.
საქართველოში, ბიზნესის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის:
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)
- ყველაზე პოპულარული ფორმა საშუალო ბიზნესისა და სტარტაპებისთვის
- სააქციო საზოგადოება (სს)
- მსხვილი ბიზნესებისთვის, მათთვის, ვისაც სურს დიდი კაპიტალის მოზიდვა ან აქციების ბირჟაზე განთავსება
- ინდივიდუალური მეწარმე (ი/მ)
- მცირე მასშტაბის საქმიანობებისა და ფრილანსერებისთვის
- ფილიალი ან წარმომადგენლობა
- უცხოური კომპანიის წარმომადგენლობა შესაძლებელია ახალი იურიდიული სუბიექტის რეგისტრაციის გარეშე.
თითოეულ იურიდიულ ფორმას გააჩნია თავისი საგადასახადო, ანგარიშგების და კორპორაციული მართვის მოთხოვნები - თქვენი საჭიროებებიდან და ბიზნეს ამოცანებიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდი იურიდიულ ანალიზსა და შეფასებას უზრუნველყოფს.
პირველი ნაბიჯი კომპანიის რეგისტრაციისას
ჩვენი გუნდი სიღრმისეულად შეისწავლის და ამზადებს კომპანიის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებს:
- წესდება, სადამფუძნებლო/აქციონერთა შეთანხმება
- განაცხადის ფორმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის
- ხელშეკრულებები
კომპანიის რეგისტრაციის შედეგად, ჩვენი გუნდი გეხმარებათ:
- კომპანიის საიდენტიფიკაციო და საგადასახადო კოდის მიღებაში
- დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაში
- კორპორაციული საბანკო ანგარიშის გახსნაში
- ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში
- შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალზე რეგისტრაციაში
Justice League-ის იურისტები გთავაზობთ კონსულტაციას საქართველოში არსებული ბიზნეს ბაზრის უკეთ შესაფასებლად, ოპტიმალური იურიდიული ფორმის შერჩევისა და მოქმედი შეღავათების იდენტიფიცირებისთვის.
სწორი იურიდიული ფორმის შერჩევა მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის დაზღვევისთვის, ინვესტორების მოზიდვისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, იქნება ეს შპს, სს, ი/მ თუ ფილიალის მოდელით ოპერირება.
კომპანიის რეგისტრაციის შემდგომი ნაბიჯები
რეგისტრაციის შემდგომ, ჩვენი გუნდი ამზადებს კომპანიის კორპორაციული მართვისთვის აუცილებელ დოკუმენტაციას, მათ შორის, შრომით ხელშეკრულებებს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი კი ბანკის ანგარიშის გახსნაა, ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს KYC-სთან შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში და ვთავაზობთ ქართულ ბანკებთან წარმომადგენლობას. საჭიროების შემთხვევაში კი, ვეხმარებით მულტისავალუტო ანგარიშების გახსნაში, კორპორაციულ ანგარიშებზე წვდომის მიღებაში.
კომპანიის რეგისტრაცია | Justice League-სთან თანამშრომლობის უპირატესობები
Justice League თავიდან აგარიდებთ ყველა ბიუროკრატიულ, ერთი შეხედვით რთულ და დროში გაწელილ პროცესებს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს კომპანიის რეგისტრაციასთან.
ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადება, ურთიერთობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, ხელშეკრულებების შედგენა თუ სხვა ნებისმიერი საჭირო პროცესის გავლა Justice League-ის გუნდის დახმარებით, გაცილებით მარტივია.
ბიზნეს სამართალში გამოცდილი იურიდიული გუნდი შეისწავლის თქვენს საჭიროებებს, მოერგება თქვენს ინდივიდუალურ მიზნებს და უზრუნველყოფს რეგისტრაციის სწრაფ სერვისს.