ხელშეკრულების შედგენა

Justice League-ის გუნდი სპეციალიზდება ხელშეკრულების შედგენის სერვისებში და ვეხმარებით როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესებს - შექმნან სხვადასხვა ტიპის შეთანხმება, რაც დაიცავს მათ ინტერესებს და შეამცირებს სამართლებრივ რისკებს.

ხელშეკრულება არის კომერციული და სამართლებრივი ურთიერთობების საფუძველი, კარგად შედგენილი დოკუმენტები კი უზრუნველყოფს სიცხადეს, აღსრულებადობას და გრძელვადიან, უსაფრთხო ურთიერთობას მხარეებს შორის.

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ტიპის ურთიერთობაში შედიხართ: აფუძნებთ სტარტაპ კომპანიას, აფორმებთ პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, აგყავთ თანამშრომლები თუ ახორციელებთ ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებს - ჩვენი გამოცდილი იურიდიული გუნდი უზრუნველყოფს, რომ თქვენთვის შედგენილი ყველა ხელშეკრულება ითვალისწინებდეს თქვენს ინტერესებს და შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას / იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი.

რატომ არის ხელშეკრულების შედგენა მნიშვნელოვანი?

ხელშეკრულების შედგენა არ არის მხოლოდ უბრალოდ პირობების ქაღალდზე გადმოტანა. ეს არის სტრატეგიული სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც განსაზღვრავს უფლებებს, მოვალეობებს, შესრულების ვადებსა და მხარეთა დაცვის საშუალებებს.

არასწორად შედგენილმა ხელშეკრულებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა / გარკვეული ნეგატიური შედეგი, რომელსაც მოყვება სამართლებრივი დავა ან ფინანსური დანაკარგები. კარგად შედგენილი ხელშეკრულება მეორე მხრივ, უზრუნველყოფს სამართლებრივი დაცვის მყარ გარანტიას.

თუ აწარმოებთ მოლაპარაკებებს საიჯარო პირობებზე, მომსახურების და მიწოდების ხელშეკრულებაზე, შრომით ხელშეკრულებასა თუ პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე, აუცილებელია რომ პროფესიონალებმა დაამუშაონ თქვენი ხელშეკრულება და დააზღვიონ სამართლებრივი რისკები.

ჩვენი იურისტები დაგეხმარებიან, მკაფიოდ განსაზღვროთ შესასრულებელი სამუშაოს ფარგლები, გადახდის პირობები, დავის გადაწყვეტის მეთოდები, პასუხისმგებლობის შეზღუდვები და ხელშეკრულების შეწყვეტის წესები.

როგორ ვქმნით იურიდიულად აღსრულებად ხელშეკრულებას?

ჩვენ გვესმის, რომ ყველა ბიზნესს აქვს უნიკალური იურიდიული საჭიროებები. ჩვენ არასდროს ვიყენებთ ზოგად მზა ნიმუშებს . ამის ნაცვლად, ჩვენ გთავაზობთ თქვენს მიზნებზე, ბიზნეს მოდელსა და ინდუსტრიის სტანდარტებზე მორგებულ ხელშეკრულებებს.

ჩვენს იურისტებს აქვთ ღრმა ცოდნა და აერთიანებენ მას სექტორის სპეციფიკურ მოთხოვნილებებთან, რათა უზრუნველყონ, რომ თქვენი ხელშეკრულებები იყოს პრაქტიკული, აღსრულებადი და ადგილობრივ კანონმდებლობასთან სრულად შესაბამისი.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინდუსტრიისთვის შესაბამისი, სპეციფიკური ხელშეკრულებების შედგენის გამოცდილება სხვადასხვა სფეროსთვის, მათ შორის:

  • ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება
  • უძრავი ქონება და მშენებლობა
  • ელექტრონული კომერცია და საცალო ვაჭრობა
  • ფინანსური მომსახურება
  • მედია და კრეატიული სააგენტოები
  • ბიზნეს ცენტრები და სავაჭრო მოლები
  • ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზიები

ახალი ხელშეკრულებების შედგენის გარდა, ჩვენ გთავაზობთ ხელშეკრულებების რევიზიის სერვისს, მესამე მხარის მიერ მომზადებული დოკუმენტის შესაფასებლად.

ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ ბუნდოვან და არასამართლიან პუნქტებს, ვიკვლევთ სამართლებრივ ხარვეზებსა და კანონმდებლობასთან შეუსაბამობებს, ხელშეკრულების ხელმოწერამდე.

ჩვენი იურისტები გამოიკვლევენ და შეათანხმებენ პირობებს თქვენი სახელით, უზრუნველყოფენ რომ თქვენი ინტერესები იყოს დაცული და მხარეთა შორის გაფორმებული დოკუმენტის შინაარსი იყოს მკაფიო და დაბალანსებული.

ჩვენ ასევე წარმოვადგენთ და სამართლებრივ მხარდაჭერას ვუწევთ კლიენტებს მოლაპარაკებების დროს, ვაძლევთ მათ იურიდიულ რჩევებს, ავსახავთ შემოთავაზებულ ცვლილებებს დოკუმენტებში და უკომპრომისოდ ვიცავთ ჩვენი კლიენტის ინტერესებს მათთვის საუკეთესო პირობების მისაღებად.

რატომ უნდა აირჩიოთ Justice League ხელშეკრულების შედგენისთვის?

Justice League აერთიანებს იურიდიულ დახვეწილობას და კომერციულ აზროვნებას. ჩვენი გუნდი სპეციალიზდება / აქვს ექსპერტიზა და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის სხვადასხვა სფეროში.

კლიენტები არჩევანს აკეთებენ ჩვენზე შემდეგი მიზეზების გამო:

  • ქართული კომერციული და სამოქალაქო სამართლის ღრმა გააზრება;
  • მკაფიო, გასაგები იურიდიული ენა;
  • სამუშაოს დროული შესრულება და კლიენტთან აქტიური კომუნიკაცია;
  • ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციების მხარდაჭერა და მრავალენოვანი დოკუმენტების შედგენა.

ჩვენ ხელშეკრულებას ვუყურებთ არა მხოლოდ როგორც იურიდიულ ინსტრუმენტს, არამედ როგორც სტრატეგიულ დოკუმენტს, რომელსაც გააჩნია უდიდესი როლი ბიზნესის ზრდაში, ამცირებს რისკებს და მკაფიოს ხდის ბიზნეს ურთიერთობებს.

Justice League All rights reserved
Loading
ხელშეკრულების შედგენა | Justice League