კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი

ბოლო წლებში კრიპტოვალუტა და ბლოქჩეინ ტექნოლოგია აქტიურად გავრცელდა ბიზნესისა და საინვესტიციო სივრცეში, როგორც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე საქართველოშიც.

მიუხედავად იმისა რომ კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას, კრიპტოვალუტა განიხილება ვირტუალურ აქტივად.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, ვირტუალური აქტივი არის ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით.

ვირტუალური აქტივი არ არის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრული გამოხატულება.

ტექნოლოგიის სწრაფ განვითარებასთან და ვირტუალური აქტივების აქტიურად გამოყენებასთან ერთად საჭირო გახდა სამართლებრივი რეგულაციების, საგადასახადო წესებისა და სხვადასხვა სტანდარტების შემუშავება, ფინანსური მაქინაციებისგან მომხმარებლების დასაცავად.

ეროვნული ბანკი აკეთებს განმარტებებს, რომ კრიპტოვალუტით ოპერაციები შესაძლებელია, თუმცა ისინი არ ექვემდებარება საბანკო ზედამხედველობის სისტემას და მომხმარებლები საკუთარი რისკის ქვეშ მოქმედებენ.

ლეგალური თუ არა კრიპტოვალუტით ვაჭრობა საქართველოში კრიპტოვალუტა წარმოადგენს ვირტუალურ აქტივს, რომლის შენახვა და ყივდა-გაყიდვა შესაძლებელია საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური აქტივების დეფინიცია საკმაოდ მოკრძალებულია, ეროვნულ ბანკს აქვს მკაფიოდ განსაზღვრული იმ სუბიექტების რეგისტრაციის წესი, რომელიც ახორციელებს საკუთარ პლატფორმაზე კრიპტოაქტივებით ვაჭრობას. ეს სუბიექტები არიან ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერები.

ამ სტატუსის მისაღებად კი, ორგანიზაციებს მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება და ეროვნული ბანკის რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა ევალებათ.

კრიპტოვალუტა და ბლოქჩეინი – რეგულაციები საქართველოში

2023 წლიდან ამოქმედდა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის წესი, რომელიც მიღებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ და ეფუძნება FATF-ის (Financial Action Task Force) საერთაშორისო სტანდარტებს.

შესაბამისად, თუ თქვენ ოპერირებთ, როგორც:

  • კრიპტოვალუტის ბირჟა
  • კრიპტო საფულეების მომსახურების პროვაიდერი
  • ტოკენიზებული აქტივების პლატფორმა
  • ბლოქჩეინზე დაფუძნებული ფინანსური სერვისების მომწოდებელი

აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერად. რეგისტრაციის მიზანია, მოხდეს AML/CTF (ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის) რეგულაციების დანერგვა კრიპტო ინდუსტრიაში და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

საგადასახადო საკითხები კრიპტოვალუტასა და ბლოქჩეინში საქართველოს საგადასახადო კოდექსი პირდაპირ არ განსაზღვრავს კრიპტოვალუტით ვაჭრობის საგადასახადო წესებს, თუმცა არსებული პრაქტიკით:

  • კრიპტო აქტივით მიღებული მოგება ჩაითვლება შემოსავლად და ექვემდებარება მოგების ან შემოსავლის გადასახადს
  • იურიდიული პირებისთვის კრიპტოს მეშვეობით მიღებული შემოსავალი ჩვეულებრივ დაიბეგრება, როგორც სხვა კომერციული საქმიანობა
  • ფიზიკური პირებისთვის კი, კრიპტოაქტივებით მიღებული სარგებელი განიხილება ინდივიდუალურ შემთხვევაში

მნიშვნელოვანია, კრიპტო აქტივების ტრანსაქციებზე წარიმართოს სწორი ბუღალტრული აღრიცხვა და შეფასება შესაბამისი საბაზრო ღირებულებით.

კრიპტოვალურა და ბლოქჩეინი — ჯასთის ლიგის იურიდიული სერვისები

ჯასთის ლიგი გთავაზობთ სრულ იურიდიულ მხარდაჭერას კრიპტოვალუტისა და ბლოქჩეინის სექტორში, მათ შორის:

  • იურიდიული კონსულტაცია ვირტუალური აქტივების რეგულაციებზე
  • ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერის რეგისტრაციის პროცედურისთვის დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა ეროვნულ ბანკში
  • AML/CTF პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისობის სისტემის ჩამოყალიბება • ხელშეკრულებების შედგენა ტოკენიზაცია, NFT, კრიპტო საფულეების მომსახურება, პლატფორმის გამოყენების წესები ბლოქჩეინ პროექტების სამართლებრივი ანალიზი (tokenomics, whitepaper, სამართლებრივი სტრუქტურა) საგადასახადო სტრატეგიის შემუშავება კრიპტო პროექტებისთვის დავების გადაწყვეტა და წარმომადგენლობა მარეგულირებელ ორგანოებთან და სასამართლოში

თუ თქვენ საქმიანობთ კრიპტოვალუტის ან ბლოქჩეინის სფეროში, ან გეგმავთ შესაბამისი პლატფორმის გაშვებას საქართველოში, ჯასთის ლიგი მზად არის მოგაწოდოთ სრულყოფილი სამართლებრივი მხარდაჭერა, დაწყებული რეგისტრაციით, დასრულებული რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით.

Justice League All rights reserved
Loading
კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი | იურიდიული სერვისები