სათამაშო ბიზნესი
აზარტული და მომგებიანი თამაშების ინდუსტრია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, რეგულირებული და კონტროლირებადი ბიზნეს სექტორია.
ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს მკაცრ მოთხოვნებს, როგორც ნებართვების აღების, ისე ყოველდღიური ოპერაციების, ბიზნესის რეკლამირების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომხმარებელთა დაცვის კუთხით. შესაბამისად, სათამაშო ბიზნესში ჩართულმა კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისობა არა მხოლოდ ადგილობრივ კანონმდებლობასთან, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ ე.წ. შერჩეულ პირთან, Random Systems Georgia-სთან, რომელიც ახორციელებს სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ-ელექტრონული, ისე ფიზიკური ფორმით არსებული სამორინეებისა თუ სათამაშო აპარატების სალონებისა და აზარტული კლუბების მონიტორინგს.
ჯასთის ლიგს აქვს უდიდესი გამოცდილება სათამაშო ბიზნესის სამართლებრივ მხარდაჭერაში და გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს სამორინის, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის და სხვა აზარტული და მომგებიანი თამაშებისთვის ნებართვის მიღების, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნას და კლიენტების წარმომადგენლობას შესაბამის უწყებებთან, მათ შორის შერჩეულ პირთან შესაბამისი ნებართვის მოპოვებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის შედგენას და მათთან წარმომადგენლობას.
სათამაშო ბიზნესი საქართველოში – მიმოხილვა
საქართველოში აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობა ხორციელდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
აზარტულ და მომგებიან თამაშობად განიხილება ისეთი თამაშები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. ეს თამაშობები ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა), რულეტის, სათამაშო აპარატის, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა.
აღნიშნული კანონი არეგულირებს ისეთი სახის თამაშობებს, როგორიცაა:
- სამორინეები ფიზიკური და სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ კაზინო)
- სათამაშო აპარატების სალონი ფიზიკური და სისტემურ-ელექტრონული ფორმით
- ტოტალიზატორის როგორც ფიზიკური ისე სისტემურ ელექტრონული ფორმით
- ბინგო, ლატარია
მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს როგორც სათამაშო ნებართვების გაცემის წესებსა და პირობებს, ასევე ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის კრიტერიუმებს, ანგარიშვალდებულებებსა და სახელმწიფო კონტროლის ფორმებს.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება Random Systems Georgia-ს, როგორც ერთადერთ სახელმწიფო ავტორიზებულ სუბიექტს, რომელიც აწარმოებს სათამაშო ბიზნესის მონიტორინგს შემოსავლების სამსახურთან ერთად ზედამხედველობას.
აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდება, რაც გულისხმობს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე თამაშობის ორგანიზატორისთვის (სამორინე, სათამაშო აპარატების სალონი) ან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ პირისთვის არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდებას, საჭიროებს სპეციალურ მიწოდების ნებართვას, რომელიც ორ ეტაპად შეიძლება დაიყოს.
პირველ ეტაპზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, შერჩეული პირი გასცემს ავტორიზაციის სერტიფიკატს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია შემოსავლების სამსახურისგან მიწოდების ნებართვის მიღება.
რა იურიდიული სერვისები ესაჭიროება სათამაშო ბიზნესს საქართველოში
აზარტული თამაშების ბიზნესისთვის იურიდიული უზრუნველყოფა მოიცავს არა მხოლოდ ნებართვის მიღებას, არამედ მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებს. ჯასთის ლიგი გთავაზობთ სათამაშო ინდუსტრიაზე მორგებულ სამართლებრივ სერვისებს:
- კომპანიის სამართლებრივი სტრუქტურირება და რეგისტრაცია
- სათამაშო ან მიწოდების ნებართვის მიღება, დოკუმენტაციის შედგენა და ანალიზი
- რეგულაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა: AML პოლიტიკა, კანონით დადგენილი ასაკობრივი შეზღუდვების კონტროლი.
- ტექნიკური მოთხოვნების შესრულება და Random Systems Georgia-სთან წარმომადგენლობა, ავტორიზაციის სერტიფიკატის მისაღებად სრული სამართლებრივი მხარდაჭერა
- მოთამაშეთა უფლებებისა და პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკის შემუშავება
- მომხმარებელთა პრეტენზიების სამართლებრივი მართვა და დავების გადაწყვეტა
- საგადასახადო და ფინანსურ საკითხებზე კონსულტაცია
- მომწოდებლებთან და სხვადასხვა კონტრაჰენტებთან ხელშეკრულებების მომზადება, რევიზია და კონტროლი
- სათამაშო ბიზნესის ყოველდღიური ოპერაციებისთვის საჭირო რეგლამენტების შექმნა, მათში ცვლილებების შეტანა და მონიტორინგი.
- თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებებისა და შრომის შინაგანაწესის და სხვა შიდაპოლიტიკების შექმნა და მონიტორინგი.
- წარმომადგენლობა შემოსავლების სამსახურთან, შერჩეულ პირთან Random Systems Georgia-სთან, სასამართლოებსა და არბიტრაჟში, ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში.
- სამართლებრივი ანალიზი კომპანიების შესაბამისობაზე თამაშობების კანონთან
რატომ უნდა აირჩიოთ ჯასთის ლიგის იურიდიული სერვისი სათამაშო ბიზნესისთვის?
- მრავალწლიანი გამოცდილება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეგულაციებთან შესაბამისობის მიმართულებით
- თანამშრომლობა არაერთ მონაწილესთან თამაშობების სექტორში, როგორც ოპერატორებთან, ასევე თამაშების მიმწოდებლებთან
- მოქნილი და სწრაფი მომსახურება ლიცენზიებისა და ნებართვების მიღების პროცესში
- გამჭვირვალე საფასო პოლიტიკა და პასუხისმგებლიანი მიდგომა
თუ თქვენ უკვე ხართ სათამაშო ინდუსტრიაში ან გეგმავთ ონლაინ კაზინოს, სამორინეს, ტოტალიზატორის ან სხვა თამაშების პლატფორმის ოპერირებას, ჯასთის ლიგი მზად არის უზრუნველყოს თქვენი ბიზნესის სამართლებრივი გამართულობა და კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობა.