ფარმაცია და ჯანდაცვა
ჯანდაცვა და ფარმაცევტული საქმიანობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და მნიშვნელოვან სფეროს საქართველოში, რომელიც პირდაპირ ეხება მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.
ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებისთვის იურიდიული გარემო საკმაოდ კომპლექსური და დეტალურად რეგულირებულია, თუმცა რეგულაციების სიმრავლე იწვევს ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანებას და განმარტებას, რაზეც ბიზნესს სჭირდება დეტალური იურიდიული კონსულტაციის მიღება.
ბიზნესი, რომელიც მოქმედებს ამ სფეროში, იქნება ეს სამედიცინო დაწესებულება, სტაციონარი ან ამბულატორია, სააფთიაქო ქსელი, ფარმაცევტული კომპანია, სამედიცინო ტექნიკისა თუ მოწყობილობების იმპორტიორი თუ კვლევითი დაწესებულება, ვალდებულია შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს, ნებართვის პირობებსა და პროფესიულ ეთიკურ სტანდარტებს.
ჯასთის ლიგი სპეციალიზდება ჯანდაცვისა და ფარმაცევტული სექტორის სამართლებრივ მხარდაჭერაში, სთავაზობს კომპანიებს სრულ მომსახურებას რეგისტრაციის, ნებართვის მიღების, რეგულაციებთან შესაბამისობისა და სამართლებრივი რისკების მართვის მიმართულებით.
ჯანდაცვის სისტემა საქართველოში რეგულირდება არაერთი სამართლებრივი აქტით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, რომელიც ადგენს სამედიცინო მომსახურების პრინციპებს, პაციენტთა უფლებებს, ექიმთა სერტიფიცირების, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების, სამედიცინო დაწესებულებაზე ნებართვის გაცემის, სამედიცინო დახმარებისა და სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის მექანიზმებს.
ფარმაცევტული სექტორი თავის მხრივ რეგულირდება საქართველოს კანონით წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, რომელიც მოიცავს:
- ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციისა და ბაზარზე განთავსების წესებს
- იმპორტის, წარმოების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის პირობებს
- ხარისხის კონტროლის, შენახვისა და ტრანსპორტირების სტანდარტებს
- სპეციალისტთა კვალიფიკაციისა და პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებს
ჯანდაცვისა და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში მოქმედი კომპანიები ხშირად აწყდებიან სამართლებრივ სირთულეებს, მათ შორის:
- სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების მოთხოვნები. დავები პაციენტებთან თუ სხვადასხვა ორგანიზაციასთან
- სტაციონარული დაწესებულების ნებართვების მიღების პროცესის რთულ ბიუროკრატულ პროცედურებს
- ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების წარმოების ნებართვებს
- დავები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან
ლიცენზიები და ნებართვები
ჯანდაცვისა და ფარმაცევტული საქმიანობა საქართველოში ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებასა და ნებართვას.
ლიცენზია გაიცემა შემდეგ საქმიანობებზე:
- სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა;
- სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა;
- პატოლოგანატომიური საქმიანობა;
- ხოლო ნებართვას საჭიროებს სტაციონარული დაწესებულება, ფარმაცევტული წარმოება და ავტორიზებული აფთიაქის საქმიანობა.
ჯანდაცვისა და ფარმაცევტული საქმიანობა — ჯასთის ლიგის სერვისები
ჯასთის ლიგი გთავაზობთ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის, მათ შორის:
- კლინიკების, ლაბორატორიების, და ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობის იურიდიული მხარდაჭერა
- ლიცენზიისა და ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
- ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტის და რეგისტრაციის პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა
- შრომითი ხელშეკრულებების, პროფესიული პასუხისმგებლობის პოლიტიკისა და სხვა შიდა დოკუმენტაციის შექმნა
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შემუშავება
- დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წესებთან შესაბამისობის (compliance) დადგენა
- სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების მომზადება, მათ შორის დისტრიბუციის, ნასყიდობის, ექსპორტის და სხვა.
- წამლების, ფარმაცევტული პროდუქციისა და სამედიცინო დაწესებულების სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია
- წარმომადგენლობა მარეგულირებელ ორგანოებთან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დავებში
რატომ უნდა აირჩიოთ ჯასთის ლიგი?
- გამოცდილება ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ საქმიანობის სექტორში
- სწრაფი რეაგირება და უკუკავშირი ნებისმიერ საკითხზე
- გამჭვირვალე და მოქნილი საფასო პოლიტიკა
თუ თქვენ ხართ კლინიკის მფლობელი, ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელი ან იწყებთ პროექტს ჯანდაცვისა და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში, ჯასთის ლიგი მზად არის მოგაწოდოთ სრულყოფილი სამართლებრივი მხარდაჭერა, რეგულაციებთან შესაბამისობისა და უსაფრთხო სამართლებრივი ფუნქციონირებისთვის.