ჰორეკა

ჰორეკა (სასტუმროები, რესტორნები და კაფეები) წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ და აქტიურად მზარდ სექტორს, რომელიც მოითხოვს მუდმივ სამართლებრივ მხარდაჭერას.

ჰორეკა სეგმენტში ოპერირებას თან ახლავს მრავალფეროვანი იურიდიული გამოწვევები — დაწყებული სხვადასხვა რეგულაციასთან შესაბამისობით, დასრულებული შრომითი სამართლის, მომხმარებლის უფლებების, სურსათის უვნებლობის, სახელშეკრულებო სამართლისა და მომხმარებლებთან დავების საკითხებით.

ჯასთის ლიგი გთავაზობთ სრულყოფილ სამართლებრივ მომსახურებას ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებისათვის, რათა ბიზნესი შეესაბამებოდეს კანონმდებლობას, თავიდან აირიდოს რისკები და სტაბილურად განავითაროს ოპერაციები.

რეგულაციები ჰორეკას სექტორში

სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საქმიანობა გულისხმობს არაერთ რეგულაციასთან შესაბამისობას. მაგალითად, სასტუმროს ან რესტორნის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია:

  • უძრავი ქონების შეძენა და მისი შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მშენებლობა ან კარგად გამართული იჯარის ხელშეკრულება
  • მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია
  • ბიზნესის ტიპიდან გამომდინარე სხვადასხვა რეგულაციასთან, მათ შორის სურსათის უვნებლობის წესებთან შესაბამისობა
  • ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო უფლებებისა და სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია. ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციებთან ხელშეკრულებების გაფორმება.
  • თანამშრომლებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები. მკაფიოდ შედგენილი შრომის შინაგანაწესი და სხვა შიდა პოლიტიკა.

ამ პროცესების სწორად წარმართვა და დროული რეგისტრაციები თავიდან აგაცილებთ სამართლებრივ რისკებს და მოსალოდნელ გართულებებს. თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების მომზადება

ჰორეკას სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. პერსონალის სამართლებრივი მართვა. ხშირია სეზონური ან ცვლებში მუშაობის მოდელი, რაც საჭიროებს სპეციფიკურ შრომით დოკუმენტაციას. ჯასთის ლიგი გთავაზობთ:

  • შრომითი ხელშეკრულებების შემუშავებას სხვადასხვა ტიპის პოზიციებისთვის
  • შიდა დოკუმენტაციის: შინაგანაწესის, შრომითი დისციპლინის, ბონუსური სისტემის წესების შექმნას
  • შრომითი დავების თავიდან აცილებისა და მართვის სამართლებრივ მექანიზმებს

მომხმარებლებთან დავები და რისკების მენეჯმენტი

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებელთა უფლებების დაცვას და მომსახურების სტანდარტების განსაზღვრას. ჰორეკას სექტორში ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელთან კომუნიკაცია გადადის სამართლებრივ სიბრტყეში, ხშირად გვხვდება სხვადასხვა ტიპის ინციდენტი. ასეთ შემთხვევებში, საჭიროა:

  • მომსახურების პირობების წინასწარ განსაზღვრა და საჯაროდ გამოქვეყნება
  • მომხმარებლის პრეტენზიებზე სამართლებრივი რეაგირების პროცედურის შექმნა

ჯასთის ლიგის სერვისები ჰორეკა სექტორისთვის

ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, მათ შორის:

  • იურიდიული მხარდაჭერა ბიზნესის დაწყების, ყველა ეტაპზე. უძრავი ქონების შეძენის, თუ იჯარის ხელშეკრულების გაფორმების ეტაპებზე
  • შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების, შრომის შინაგანაწესების მომზადება
  • ინტელექტუალური საკუთრების დაცვა (სასაქონლო ნიშანი, მენიუ (საავტორო უფლება), დიზაინი)
  • მომხმარებელთან, მიმწოდებელთან და სხვა კონტრაქტორებთან დავების მართვა
  • წარმომადგენლობა შემოსავლების სამსახურსა და მარეგულირებელ ორგანოებში. ასევე სასამართლოებსა და არბიტრაჟში

რატომ ჯასთის ლიგი?

ჩვენ გვაქვს სასტუმროებთან, რესტორნებთან და კაფეებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ვიცით სექტორის სპეციფიკა და უზრუნველვყოფთ მოქნილ და ეფექტურ სამართლებრივ სერვისს.

თუ თქვენ ხართ ჰორეკას სფეროში მომუშავე ბიზნესი, სტარტაპი თუ გამოცდილი კომპანია, ჯასთის ლიგი მზად არის დაგეხმაროთ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში და სამართლებრივი რისკების შემცირებაში.

Justice League All rights reserved
Loading
იურიდიული სერვისები ჰორეკა ბიზნესსექტორისათვის