საინფორმაციო ტექნოლოგიების სამართალი

ბოლო წლების განმავლობაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სექტორი საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა, რაც პირდაპირ ქმნის სამართლებრივი რეგულირების ახალ საჭიროებებს.

IT სამართალი წარმოადგენს სამართლის ინოვაციურ და სწრაფად განვითარებად სფეროს, რომელიც აერთიანებს როგორც სამართლის კლასიკურ ინსტიტუტებს, ისე თანამედროვე ციფრულ რეგულაციებს.

ისეთი უპრეცედენტო საკანონმდებლო შეღავათები, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა იძლევა, საერთაშორისო კომპანიის სტატუსისა და ვირტუალური ზონის სტატუსის მიღების გზით, ქვეყანას მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის, საერთაშორისო და ლოკალური IT კომპანიებისთვის, რომ საქართველოდან განახორციელონ სერვისების მიწოდება უცხოელი კლიენტებისთვის.

ამ მიდგომის გამო, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა IT სერვისების აუთსორსინგის ნაწილში და ბევრი საერთაშორისო კომპანია სარგებლობს ქართული კომპანიების მომსახურებით.

რას მოიცავს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამართალი?

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამართალი მოიცავს ფართო სპექტრის საკითხებს, მათ შორის: · ელექტრონული კომერციის სამართლებრივი ჩარჩოები · პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და GDPR-თან მათი შესაბამისობა · ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ციფრულ სივრცეში · ხელშეკრულებები IT მომსახურების მიწოდებაზე, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება/გაყიდვა, ასევე დეველოპმენტის აუთსორსინგი · პლატფორმებისა და აპლიკაციების გამოყენებისთვის წესებისა და პირობების და კონფიდენციალურობის პოლიტიკის შექმნა.

აღნიშნული საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია სტარტაპებისთვის, ციფრული პროდუქტების შემქმნელთათვის, SaaS კომპანიებისთვის და ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელიც ციფრულ სივრცეში საქმიანობს.

IT რეგულაციები საქართველოში

საქართველოში IT სფერო არ არის მკაცრად რეგულირებული, თუმცა რამდენიმე ძირითადი კანონი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ამ სფეროსთან დაკავშირებულ ურთიერთობებში, არის: · პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი · ელექტრონული კომერციის შესახებ ზოგადი სამართლებრივი ნორმები · ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობა · ზოგადი სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტები · საერთაშორისო კერძო სამართალი, უცხო ქვეყნებში დაფუძნებულ და ოპერირებად კომპანიებთან ბიზნეს ურთიერთობის დროს.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა იმოქმედონ ამ რეგულაციებთან შესაბამისობაში, რათა აირიდონ სამართლებრივი რისკები, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისას.

კარგად შედგენილი ხელშეკრულება კი, სამომავლო რისკების დაზღვევის საუკეთესო საშუალებაა.

ჯასთის ლიგის სერვისები IT სფეროში

„ჯასთის ლიგი“ გთავაზობთ სრულყოფილ იურიდიულ მხარდაჭერას IT სექტორის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის: · პროგრამული უზრუნველყოფის და აპლიკაციების გამოყენების პირობების, კონფიდენციალობის პოლიტიკის (Terms & Conditions, Privacy Policy) შემუშავება · პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების ხელშეკრულებათა მომზადება და რევიზია · სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების სამართლებრივი სტრუქტურირება · მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შემუშავება და საქართველოს კანონმდებლობასთან GDPR-თან შესაბამისობის უზრუნველყოფა · დავების გადაწყვეტა ციფრულ პროდუქტებთან და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით · აუთსორს მომსახურება IT კომპანიებისთვის ყოველდღიურ სამართლებრივ საკითხებზე.

რატომ უნდა აირჩიოთ ჯასთის ლიგი?

  • რეალური გამოცდილება ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობაში
  • სამართლებრივი ჩართულობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ციფრულ პროექტებში
  • პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა და თანამედროვე სამართლებრივი ხედვა
  • მოქნილი და გამჭვირვალე პირობები სტარტაპებისა და მსხვილი ბიზნესისთვის

თუ თქვენ ქმნით აპლიკაციას, ეძებთ სამართლებრივ მხარდაჭერას ციფრული პროდუქტის შექმნის პროცესში, მართავთ IT კომპანიას და გესაჭიროებათ იურისტი ყოველდღიური ან რთული პროექტების სამართლებრივი გამართულობისთვის, ან გესაჭიროებათ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა — „ჯასთის ლიგი“ მზად არის დაგეხმაროთ IT სამართლის ნებისმიერ ასპექტში.

Justice League All rights reserved
Loading
საინფორმაციო ტექნოლოგიების სამართალი