ინტელექტუალური საკუთრება
ინტელექტუალური საკუთრება ერთ-ერთი ყველაზე ფასეული აქტივია ბიზნესისთვის, იქნება ეს სტარტაპის შექმნა, ახალი პროდუქტის განვითარება თუ ბრენდის გაფართოება.
Justice League გთავაზობთ სრულყოფილ სამართლებრივ მომსახურებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებში - როგორც რეგისტრაციაში, ისე სამართლებრივ აღსრულებაში.
ჩვენი გუნდის იურისტები ფლობენ ექსპერტიზასა და გამოცდილებას ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ყველა სფეროში - პატენტების, სასაქონლო ნიშნების, საავტორო უფლებებისა თუ დიზაინის მიმართულებით.
ინტელექტუალური საკუთრება საქართველოში
საქართველოში, ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც გულისხმობს ძლიერი სამართლებრივი მექანიზმების არსებობას ინოვაციების, შემოქმედებითი ნაწარმისა და ბრენდის დაცვისთვის. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა გულისხმობს როგორც დროულ რეგისტრაციას, ასევე სწორად მართვასა და საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივ აღსრულებას.
Justice League იურიდიულ პარტნიორობას უწევს როგორც ტექნოლოგიურ სტარტაპებს, ასევე საერთაშორისო კომპანიებს - არ აქვს მნიშვნელობა, გეგმავთ პირველი პატენტის რეგისტრაციას თუ უკვე მართავთ სასაქონლო ნიშნების პორტფელს, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სამართლებრივ შესაბამისობას თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე.
ადრეულ ეტაპზე სამართლებრივი პროცესების დაცვა განაპირობებს, რომ თქვენი ინტელექტუალური საკუთრება იყოს დაცული, ბრენდს ჰქონდეს მყარი პოზიცია ბაზარზე და გაიზარდოს აქტივების ღირებულება.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საპატენტო დაცვას ექვემდებარება:
- პროდუქტი (მოწყობილობა, ინსტრუმენტი, მექანიზმი)
- წარმოების პროცესები ან მეთოდები
- არსებული პროდუქტის ახალი გამოყენება
- ბიოტექნოლოგიური გამოგონებები (დადგენილი შეზღუდვებით)
იმისათვის, რომ გამოგონებამ პატენტის მიღება შეძლოს, საჭიროა იყოს:
- ახალი (არ იყოს გამოყენებული რეგისტრაციამდე)
- გააჩნდეს საგამომგონებლო დონე (არ იყოს აშკარა სფეროს სპეციალისტისთვის)
- სამრეწველოდ გამოყენებადი
ცალკეული იდეები, აღმოჩენები, თეორიები, მათემატიკური მეთოდები თუ პროგრამული უზრუნველყოფა არ ექვემდებარება პატენტს, თუ არ წარმოადგენს ტექნიკური გამოგონების ნაწილს.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პატენტის მოქმედების ვადა 20 წელს შეადგენს.
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ეტაპები საქართველოში
Justice League-ის გუნდი ჩართულია ყველა მიმდინარე პროცესში და ეხმარება თქვენს კომპანიას, მოიძიოს ყველა საჭირო ინფორმაცია თუ დოკუმენტი.
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის, საქართველოში რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო, მათ შორის:
- სასაქონლო ნიშნის მოძიება: იმის დასადასტურებლად, რომ ნიშანი ნამდვილად არ არის რეგისტრირებული
- განაცხადის შეტანა: განაცხადი მოიცავს სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას, მონაცემებს, კლასიფიკაციას
- ექსპერტიზა და გამოქვეყნება: „საქპატენტი“ შეისწავლის განაცხადს და აქვეყნებს საჯაროდ
- რეგისტრაციის მოწმობა: გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ წარმატებით მოხდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია
საქართველოში, საავტორო უფლება იცავს სხვადასხვა პროექტს, მათ შორის:
- პროგრამულ უზრუნველყოფასა და მონაცემთა ბაზებს
- მუსიკალურ, ლიტერატურულ და აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს
- არქიტექტურულ და დიზაინის პროექტებს
მიუხედავად იმისა, რომ საავტორო უფლება იგულისხმება შექმნისთანავე, მისი რეგისტრაცია ამყარებს სამართლებრივ მდგომარეობას და ამარტივებს მის დაცვას.
რეგისტრაციის პროცესი მოიცავს:
- ნამუშევრის წარდგენას „საქპატენტში“
- რეგისტრაციის მოწმობის გაცემას
საავტორო უფლების ვადა მოქმედებს ავტორის სიცოცხლის განმავლობაში და მისი გარდაცვალებიდან 70 წელი.
ინტელექტუალური საკუთრება - Justice League-ის სერვისები ინტელექტუალური საკუთრების აუთსორსინგი
Justice League უზრუნველყოფს იურიდიულ მომსახურებას ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს:
- პატენტების რეგისტრაცია და დაცვა
- საპატენტო სტრატეგიის დაგეგმვა
- განაცხადის შედგენა და შეტანა
- წარმომადგენლობა „საქპატენტში
- სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია და დაცვა
- წინასწარი მოძიება და რისკების ანალიზი
- განაცხადების წარდგენა და წარმომადგენლობა
- სასაქონლო ნიშნების პორტფელის მართვა
- საავტორო უფლებების რეგისტრაცია და დაცვა
- ციფრული და შემოქმედებითი ნამუშევრების რეგისტრაცია
- სალიცენზიო უფლების გადაცემის ხელშეკრულებები
- პროგრამული უზრუნველყოფის და შემოქმედებითი უფლების დაცვა
რეგისტრირებული უფლებების შემთხვევაშიც კი, მიუხედავად სწორად და მართლზომიერად წარმართული პროცესებისა, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით, ხშირია სასამართლო დავები.
ჩვენი უმთავრესი სწორება დავის ეფექტური გადაწყვეტაა, იქნება ეს მოლაპარაკების, მედიაციის თუ სასამართლო გზით.
ჩვენი იურისტები უზრუნველყოფენ წარმომადგენლობას სხვადასხვა ტიპის დავაში, მათ შორის, პატენტისა და სასაქონლო ნიშნის დარღვევის სარჩელებში და სალიცენზიო ხელშეკრულების დარღვევებში.
რატომ უნდა აირჩიოთ Justice League?
Justice League ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციის პროცესში სრულ მხარდაჭერასა და ყველა პროცესის მართვას გთავაზობთ - კონსულტაციიდან - რეგისტრაციამდე. ჩვენი გუნდი მუდამ აწარმოებს განახლებების მონიტორინგს, გთავაზობთ სტრატეგიებს საერთაშორისო ბაზრებისთვის, მართავს სალიცენზიო და უფლებების გადაცემის ხელშეკრულებებს.
ჩვენი გუნდი სპეციალიზდება სასაქონლო ნიშნების, პატენტებისა და საავტორო უფლებების მიმართულებით, Justice League-ის ყველა ინტელექტუალური საკუთრების ადვოკატი სპეციალიზდება ინტელექტუალური საკუთრების სამართალში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ჩვენი გუნდი გთავაზობთ სტრატეგიულ მიდგომებს ბიზნეს მიზნებთან მიმართებით, მრავალენოვანი გუნდითა და მომსახურების სრული სპექტრით.
Justice League-ის გუნდთან კონსულტაციისთვის, შეავსეთ საკონტაქტო ფორმა: