საინვესტიციო სამართალი

საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყანად ყალიბდება, რაც განპირობებულია ბიზნესისადმი ლიბერალური და მეგობრული პოლიტიკით, მოქნილი კანონმდებლობით, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოთი, დაბალი გადასახადებითა და განვითარებული საინვესტიციო ინფრასტრუქტურით.

საინვესტიციო კლიმატი იზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კაპიტალს, რომელიც საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და გაფართოების რეალურ შესაძლებლობებს ხედავს.

თუმცა, ნებისმიერ საინვესტიციო პროცესს ახლავს არაერთი რისკი, მათ შორის სამართლებრივი. პროექტების მოცულობიდან გამომდინარე, ხშირია ხელშეკრულებითი დარღვევები. სწორედ ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აქტუალური ხდება საინვესტიციო სამართლის როლი და მის ფარგლებში წარმოშობილი დავების გადაწყვეტის ეფექტური სტრატეგიები.

სამართლებრივი ჩარჩო – გარანტიები ინვესტორებისთვის

საქართველოს კანონმდებლობა ინვესტორთა ინტერესების დასაცავად ქმნის საკმაოდ მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს. „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ კანონი, ასევე „უცხოური ინვესტიციების შესახებ“ კანონი აწესრიგებს ინვესტიციების განხორციელების ძირითად პირობებს და უზრუნველყოფს:

  • ინვესტიციების ექსპროპრიაციისგან დაცვას;
  • მოგებისა და კაპიტალის თავისუფალ გატანას საქართველოდან;
  • თანასწორ მოპყრობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის;
  • ინვესტორის უფლებას, დავა წამოიწყოს ან გააგრძელოს საერთაშორისო არბიტრაჟში.

ამასთან, საქართველო არის მრავალი ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულების მონაწილე, რაც დამატებით აძლიერებს სამართლებრივ გარანტიებს და ინვესტორებს სთავაზობს დავის გადაწყვეტის მრავალფეროვან გზებს.

საინვესტიციო დავების სახეები

საქართველოში საინვესტიციო დავები შესაძლოა წარმოიშვას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ძირითადად, ისინი ორი ტიპისაა:

  • საინვესტიციო ხელშეკრულებებით გამოწვეული დავები - როდესაც სახელმწიფო ან საჯარო დაწესებულება არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
  • კომერციული საინვესტიციო დავები - კერძო ბიზნეს სუბიექტებს შორის საინვესტიციო პროექტების, წილების, კაპიტალის განაწილების ან სხვა სახელშეკრულებო საკითხების საფუძველზე წარმოქმნილი დავები.

ასეთ დავები ხშირ შემთხვევაში საკმაოდ კომპლექსურია და მოიცავს როგორც ფინანსურ ღრმა ანალიზს, ასევე ბევრ ტექნიკურ დეტალს, ბიზნეს პროცესების ცოდნას და სპეციფიური კანონმდებლობის ანალიზს.

ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს საერთაშორისო სამართლებრივ ელემენტებთანაც, რომელთან გამკლავებაც დიდ სამართლებრივ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.

დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ხელს უწყობს დავების ალტერნატიული გზებით გადაწყვეტას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საერთაშორისო არბიტრაჟს, რომელიც ინვესტორს აძლევს შესაძლებლობას, თავი აარიდოს ადგილობრივ სასამართლო სისტემაში გრძელვადიან განხილვებს.

საქართველო ცნობს და აღასრულებს საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს, მათ შორის ICSID-ისა და UNCITRAL-ის საარბიტრაჟო ინსტიტუტებიც მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. აღნიშნული შესაძლებლობა კი ზრდის ინვესტორთა ნდობას ქვეყნის მიმართ და უქმნის მათ ინვესტიციების დაცვის მყარ გარანტიას, რაც ნებისმიერი ბიზნესის საფუძველია.

რატომ ჯასთის ლიგი?

„ჯასთის ლიგი“ სპეციალიზებულია საინვესტიციო სამართლის სფეროში და გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას, მათ შორის:

  • საინვესტიციო ხელშეკრულებების შედგენას, შეფასებასა და რისკების იდენტიფიცირებას;
  • ხელშეკრულებით გამოწვეული დავების სამართლებრივ ანალიზსა და ინვესტორის პოზიციის ფორმირებას;
  • ინვესტორის ინტერესების დაცვას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;
  • საარბიტრაჟო პროცესებში წარმომადგენლობასა და სტრატეგიული პროცესის მართვას.

ჩვენი გუნდი გამოირჩევა ღრმა ცოდნით, ეფექტური კომუნიკაციით, საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის ცოდნითა და ინდივიდუალური მიდგომით თითოეულ საქმეზე.

პროფესიონალური მხარდაჭერა ინვესტორის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„ჯასთის ლიგი“ მზად არის გახდეს თქვენი საიმედო პარტნიორი - თქვენი ინვესტიციის დაცულობის გარანტი.

Justice League All rights reserved
Loading
საინვესტიციო სამართალი | ჯასთის ლიგი