სამართლებრივი შესაბამისობა

Justice League საქართველოში იურიდიულ შესაბამისობის მომსახურებას სთავაზობს ბიზნესებს, რათა დაეხმაროს მათ მარეგულირებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. კორპორაციული მმართველობიდან დაწყებული სექტორული კანონმდებლობით დამთავრებული, ჩვენ გთავაზობთ პრაქტიკულ იურიდიულ გადაწყვეტილებებს, რათა თქვენი ბიზნესი საქართველოს კანონმდებლობასთან იყოს შესაბამისობაში.

კორპორაციული მართვიდან დაწყებული, კონკრეტული ბიზნესის სპეციფიკის რეგულაციებამდე, ჩვენ გთავაზობთ პრაქტიკულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ფუნქციონირებდეს.

რას არის სამართლებრივი შესაბამისობა?

სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა გულისხმობს იმ საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც ვრცელდება კომპანიის საქმიანობაზე. იგი მოიცავს როგორც შიდა პოლიტიკებს, ისე ინდუსტრიული სპეციფიკის შესაბამის მოთხოვნებს. გამართული compliance სისტემა ამცირებს სამართლებრივ რისკებს, და ხელს უწყობს ბიზნესის გრძელვადიან სტაბილურობას.

სამართლებრივი შეფასება | ჯასთის ლიგის სერვისები

Justice League-ის სამართლებრივი შესაბამისობის მომსახურება მოიცავს სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, მორგებულს კომპანიის საქმიანობის ფორმასა და ინდუსტრიაზე. ჩვენი მომსახურება მოიცავს:

• კორპორაციული მართვისა და სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფას; • მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილებების მუდმივ მონიტორინგს; • ბიზნესის ზედამხედველობასა და აუდიტისთვის მომზადებას • ლიცენზიებისა და ნებართვების მიღებაში დახმარებას • ფულადი გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფას რეგულირებადი ბიზნესებისთვის • პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალურობის შესაბამისობის უზრუნველყოფას ორგანიზაციებისთვის

რატომ უნდა არიჩიოთ ჯასთის ლიგი?

ჩვენ ვუწევთ სამართლებრივ კონსულტაციას ფინანსურ ინსტიტუტებს, ბანკებსა და ფინტექ კომპანიებს, საქართველოსა და საერთაშორისო ფინანსური რეგულაციების შესაბამისობის საკითხებზე, მათ შორის AML რეგულაციების, საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებისა და ანგარიშგების ვალდებულებების შესრულების კუთხით.

ჯანდაცვისა და ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს ვუწევთ სამართლებრივ მხარდაჭერას მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობისას, ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციაში, კლინიკების სანებართვო პირობების შესაბამისობის უზრუნველყოფაში და ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობის დაცვასთან დაკავშირებულ მიმდინარე ვალდებულებებში.

ჩვენ ვუწევთ სამართლებრივ მხარდაჭერას მედიასაშუალებებს, ტელემაუწყებელ კომპანიებსა და ციფრულ პლატფორმებს მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად, ინტელექტუალური საკუთრების, რეკლამის შესახებ რეგულაციებისა და მაუწყებლისათვის გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ქართულ ბიზნესსამართალში ჩვენი დიდი გამოცდილება გვეხმარება, მუდმივად მზად ვიყოთ თქვენი კომპანიის დასაცავად.

Justice League All rights reserved
Loading
სამართლებრივი შესაბამისობა | Justice League