სამართლებრივი კვლევა
სამართლებრივი კვლევა წარმოადგენს დეტალურ და სისტემურ სამართლებრივ ანალიზს, რომელიც ხშირად წინ უძღვის მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას.
ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიის შეძენის, შერწყმის, ინვესტიციის განხორციელების, სასამართლო და საარბიტრაჟო პოტენციური ან მოქმედი დავის, აქტივების გადაცემის ან პარტნიორული შეთანხმებების დროს.
სამართლებრივი კვლევის მიზანია შესაძლო სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება, გარიგების შეფასება და დავის სტრატეგიის განსაზღვრა.
საქართველოში, სამართლებრივი კვლევა დამკვიდრებული პრაქტიკაა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებიც აქტიურები არიან სხვადასხვა სექტორში: მათ შორის, ტექნოლოგიებში, უძრავ ქონებაში, ენერგეტიკაში, წარმოებაში, ფინანსებსა და მომსახურების სფეროში.
სამართლებრივი კვლევის მიზანია, მხარეთა მიერ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა. აღნიშნული კვლევა ამცირებს გაუთვალისწინებელ რისკებს და სამართლებრივად აზღვევს ტრანზაქციებსა თუ სხვა სახის სამართლებრივ მოქმედებებს.
რას მოიცავს სამართლებრივი კვლევა კომპანიებისთვის?
სამართლებრივი კვლევა, როგორც წესი, მოიცავს კომპანიის სრული სამართლებრივი მდგომარეობის შეფასებას. მასში შედის:
- კომპანიის რეგისტრირებული მონაცემების და დოკუმენტების შესწავლა;
- პარტნიორთა წილობრივი მონაცემების, სადამფუძნებლო შეთანხმებების, წესდებისა და კორპორაციული მართვის ორგანოების კომპეტენციების შესწავლა;
- კომპანიის ხელშეკრულებების ანალიზი: ძირითადი კონტრაქტები, მათი პირობები, ვადები და სამომავლო რისკების შეფასება.
- სალიცენზიო და სანებართვო პირობების ანალიზი;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოკვლევა, მათ შორის, სამშენებლო ნებართვებისა და ექსპლუატაციის წესების შესწავლა;
- მიმდინარე და პოტენციური სასამართლო და საარბიტრაჟო დავების იდენტიფიცირება;
- შრომითი ურთიერთობების, შრომითი ხელშეკრულებებისა და შინაგანაწესების ანალიზი და მათი შესაბამისობის დადგენა მოქმედ კანონმდებლობასთან და სასამართლო პრაქტიკასთან;
სამართლებრივი კვლევის ჩასატარებლად საჭირო დოკუმენტაცია სამართლებრივი კვლევის ჩასატარებლად, საჭიროა წარმოდგენილი იქნას ნებისმიერი ის დოკუმენტი, რაც გამოსაკვლევ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყოს როგორც სამართლებრივი შეფასებისთვის, ისევე ფაქტობრივი გარემოებებისთვის.
კვლევის საგნიდან გამომდინარე, სხვადასხვა დოკუმენტები არის საჭირო. ეს შეიძლება იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია, მათ შორის:
- კომპანიის ამონაწერი, სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება;
- წილის გადაცემის, ნასყიდობისა თუ ჩუქების ხელშეკრულებები;
- კომპანიის დამფუძნებელთა შორის შიდა ხელშეკრულებები, რომელიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი;
- ლიცენზიები და ნებართვები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სამომავლო სასამართლო და საარბიტრაჟო დავის შეფასებისთვის საჭიროა შეფასდეს შემდეგი დოკუმენტები:
- მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება და შეთანხმება;
- მხარეთა შორის არსებული ელექტრონული და სხვა სახის კომუნიკაცია;
- სასამართლოში მიმდინარე საქმის შესახებ სრული ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
რატომ უნდა აირჩიოთ ჯასთის ლიგი?
ჯასთის ლიგი გამოირჩევა დიდი სამართლებრივი გამოცდილებით, პროფესიული პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით. ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს:
- კვლევის სწრაფად და კონფიდენციალურად ჩატარებას;
- მრავალშრიან და დეტალურ სამართლებრივ ანალიზს;
- სამართლებრივი რისკების დროულ იდენტიფიცირებას;
- მკაფიო და პრაქტიკულ სამართლებრივ რეკომენდაციებს;
- ეფექტურ კომუნიკაციას და დოკუმენტაციის ერთიან მართვას.
სამართლებრივი კვლევა არის სწორი გადაწყვეტილების წინაპირობა. ჯასთის ლიგი მზად არის, იყოს თქვენი პროფესიონალური პარტნიორი ამ პროცესში.