ლიცენზიები და ნებართვები

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისა და ფუნქციონირებისთვის ხშირად აუცილებელია შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვება. ეს მოთხოვნა ძირითადად ეხება ისეთ სექტორებს, რომელიც კომპლექსურობით ხასიათდება და სახელმწიფო განსაკუთრებულად არეგულირებს.

რეგულირებადი საქმიანობების ჩამონათვალს ძირითადად საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ გვაძლევს და ეხება იმ საქმიანობებს, რომელთა გავლენა საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა და გარემოზე საკმაოდ მაღალია.

ლიცენზიებისა და ნებართვების მიღება მიზნად ისახავს, ბიზნესების მიერ სტანდარტების, მოქალაქეთა ინტერესების დაცვასა და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას. ასევე, ლიცენზირებული საქმიანობა მომხმარებელთან სანდოობის მაღალი ხარისხითაა ასოცირებული.

ლიცენზირების აუცილებლობა და სფეროები

ბიზნესისთვის ლიცენზიის ქონა ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს არა მხოლოდ სამართლებრივ ვალდებულებას, არამედ ხელს უწყობს ნდობის ზრდას, სხვადასხვა ტიპის ინვესტიციების მოზიდვას და ბიზნეს საქმიანობის განვითარებას.

ყველაზე გავრცელებული ლიცენზირებადი სფეროებია:

  • მაუწყებლობის ლიცენზია
  • ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ლიცენზიები
  • ბუნებრივი გაზის წარმოების ლიცენზია
  • დაზღვევის ლიცენზია
  • სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ლიცენზია

ნებართვები მოითხოვება, ისეთ სფეროებს როგორიცაა:

  • მშენებლობა
  • სამორინეს, აზარტული კლუბის ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა
  • ფარმაცევტული წარმოება
  • სამედიცინო სტაციონარული დაწესებულება

პროცედურები და ვადები

ლიცენზიის ან ნებართვის მისაღებად საჭიროა:

  1. საქმიანობის განსაზღვრა და სამართლებრივი შეფასება
  2. კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადება და შეგროვება
  3. განაცხადის წარდგენა ლიცენზიისა თუ ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში.
  4. განაცხადის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

ლიცენზიისა და ნებართვის მისაღებად ვადები ინდივიდუალურად განისაზღვრება. ნებართვის ან ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი სახელმწიფო მოსაკრებელი განისაზღვრება კანონით „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ და მოიცავს აღნიშნული მოსაკრებლების სრულ ჩამონათვალს, რომელიც ყველა საქმიანობის სფეროსთვის განსხვავებულია.

ასევე განსხვავებულია ლიცენზიისა და ნებართვის მოპოვებისა და მისი შენარჩუნების პირობები, საქმიანობის მიხედვით და რეგულირდება შესაბამისი დარგობრივი კანონმდებლობით და განსხვავდება საქმიანობის მიხედვით.

მოქმედების ვადა და განახლება

როგორც ლიცენზია, ასევე ნებართვა გაიცემა განუსაზღვრელი ვადით, თუმცა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა. ვადის დადგენისას გათვალისწინებულია სანებართვო ქმედების არსი ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები.

ლიცენზიისა და ნებართვის გაუქმება შესაძლებელია სამართლებრივი საფუძვლით, პირობების დარღვევის, მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასწორი მონაცემების წარდგენის შემთხვევაში.

განსხვავება ლიცენზიასა და ნებართვას შორის

  • ლიცენზია - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება: ასევე არსებობს ლიცენზიის სახეები, რომელიც შეიძლება იყოს: სარგებლობის ლიცენზია, საქმიანობის ლიცენზია, გენერალური ლიცენზია, სპეციალური ლიცენზია;
  • ნებართვა - ამ კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისთვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან; ჯასთის ლიგის სერვისები

ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს სრულ იურიდიულ მხარდაჭერას ლიცენზიისა და ნებართვის მიღების პროცესში:

  • საქმიანობის შეფასება, საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და მომზადება;
  • განაცხადის მომზადება და წარდგენა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან;
  • კომუნიკაცია ადმინისტრაციულ ორგანოებთან;
  • ცვლილებების, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ან გამოთხოვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, საჩივრების მომზადება და წარმომადგენლობა; დამატებით, გთავაზობთ ინდივიდუალურ კონსულტაციებს სხვადასხვა სფეროსთვის - მედიცინა, მშენებლობა, ფინანსები, ენერგეტიკა და სხვა.

რატომ უნდა აირჩიოთ ჯასთის ლიგი?

  • 7+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესისა და ადმინისტრაციულ სამართალში
  • სწრაფი და ეფექტური უკუკავშირი კლიენტებთან
  • გამჭვირვალე და მოქნილი ფასები
Justice League All rights reserved
Loading