მედია და კომუნიკაციები

მედიის და კომუნიკაციების სამართალი საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც არეგულირებს საზოგადოებრივი ინფორმაციის გავრცელებას, მაუწყებლობას, სატელეკომუნიკაციო მომსახურებებსა და ციფრული პლატფორმების სამართლებრივ ურთიერთობებს.

ციფრული ტექნოლოგიების გაფართოებასთან ერთად, სამართლებრივი ჩარჩო მუდმივად ვითარდება და საჭიროებს პროფესიულ მიდგომას, როგორც მედია ორგანიზაციების სამართლებრივი დაფუძნებისას, ისე მათი ყოველდღიური საქმიანობის მართვისას.

მედიასა და კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისათვის მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ადევნებდეს თვალს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, ძირეულ ცვლილებებს განიცდის.

ბოლო წლებში ასევე მნიშვნელოვანი მომსახურებაა გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება, რომელიც ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე.

რას მოიცავს კანონი მედიის შესახებ?

მედიის სამართლებრივ ბაზისს საქართველოში ქმნის საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს:

  • სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობის ავტორიზაციისა და ლიცენზირების წესებს
  • სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპებს
  • სარეკლამო რეგულაციებს
  • სიძულვილის ენის აკრძალვას
  • პროგრამული სტანდარტების დაცვის ვალდებულებას

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანონით დადგენილი საჯარო მაუწყებლის დამოუკიდებლობის მექანიზმები და მაუწყებელთა რეგისტრაციის ვალდებულება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში.

მაუწყებლობის სფეროში მოღვაწე ბიზნესისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია „რეკლამის შესახებ“ კანონის სიღრმისეული ცოდნა, რადგან კანონმდებლობა აწესებს საკმაოდ ბევრ შეზღუდვას, ბიზნესის ოპერირებისა და მომავალი სანქციების თავიდან ასარიდებლად კი საჭიროა კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია.

2025 წლის 26 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ხმაურიანი ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში.

სხვა ბევრ შეზღუდვასთან ერთად, უქმდება კანონის ნორმა, რომლის მიხედვით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს.

ასევე, უქმდება კანონის ის ჩანაწერიც, რომლის გათვალისწინებით, დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი – გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო – მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი გახდეს.

როგორ უნდა შექმნა მედია ორგანიზაცია საქართველოში – იურიდიული დეტალები

მედია ორგანიზაციის დაფუძნებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი იურიდიული ფორმის შერჩევა და რეგისტრაცია (შპს, არასამეწარმეო იურიდიული პირი და სხვ.), არამედ:

  • მაუწყებლობის ლიცენზიის მიღება ან ავტორიზაცია
  • სარედაქციო პოლიტიკის ფორმირება
  • სამაუწყებლო ბადის შექმნა და წარდგენა კომუნიკაციების კომისიაში.
  • შესაბამისი შიდა დოკუმენტაციის წარმოება და კომუნიკაციების
  • მარეგულირებელ კომისიის წესებთან შესაბამისობა
  • მონაცემთა დაცვისა და სარეკლამო რეგულაციების დაცვა

ელექტრონული კომუნიკაციები საქართველოში – საკანონმდებლო მიმოხილვა

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს არეგულირებს საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს, ამ სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისა და რეგულირების პრინციპებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) ფუნქციებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფლობის, გამოყენებისა და მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს.

„ჯასთის ლიგი“ გთავაზობთ სრულ იურიდიულ მხარდაჭერას მედიისა და კომუნიკაციების სფეროში, მათ შორის:

• მედია ორგანიზაციების სამართლებრივი სტრუქტურირება, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის პროცესში სრული სამართლებრივი მხარდაჭერა. • შიდა დოკუმენტაციის მომზადება • პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შემუშავება მედია ორგანიზაციებისთვის • სარეკლამო და სპონსორობის ხელშეკრულებების შედგენა და ანალიზი • წარმომადგენლობა კომუნიკაციების კომისიაში და სასამართლოში.

რატომ უნდა აირჩიოთ ჯასთის ლიგი?

  • მედიისა და კომუნიკაციების სამართალში რეალური გამოცდილება
  • ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამართლებრივი სტრატეგიები
  • გამჭვირვალე ტარიფები და მოქნილი თანამშრომლობა მედიასექტორთან

თუ თქვენ გეგმავთ მედიაპროექტის დაწყებას, გესაჭიროებათ მაუწყებლობის ავტორიზაცია ან გაქვთ კონკრეტული სამართლებრივი გამოწვევა მედიასა თუ კომუნიკაციების საქმიანობაში, „ჯასთის ლიგი“ მზად არის დაგეხმაროთ პროფესიული და სტრატეგიული იურიდიული მხარდაჭერით.

Justice League All rights reserved
Loading
მედია და კომუნიკაციები | იურიდიული სერვისი