არასამეწარმეო სამართალი

არასამეწარმეო სამართალი საქართველოში არეგულირებს იმ სამართლებრივ ურთიერთობებს, რომელიც არაკომერციული ტიპის იურიდიული პირების შექმნას, მართვასა და საქმიანობას არეგულირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო ეკონომიკური საქმიანობისგან განსხვავდება თავისი მიზნებით და ბუნებით, მის რეგულირებას დღესდღეობით სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით ადგილობრივ და საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობის, საგრანტო დაფინანსებისა და საჯარო საქმიანობის გამჭვირვალობის თვალსაზრისით.

რას მოიცავს არასამეწარმეო სამართალი?

არასამეწარმეო სამართალი ძირითადად დაკავშირებულია შემდეგ საკითხებთან: · არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაცია · წესდების მომზადება და დამფუძნებელთა შორის ურთიერთობის წესების განსაზღვრა · მმართველი ორგანოების ფორმირება და უფლებამოსილება · საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება · ფინანსური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

ამ სფეროს ერთ-ერთი მახასიათებელია ის, რომ კანონმდებლობა რეგულირების ბევრ დეტალს არ განსაზღვრავს, რის გამოც ორგანიზაციის საქმიანობის და შიდა მმართველობის სტრუქტურა, ხშირ შემთხვევაში განისაზღვრება წესდებით და დამფუძნებელთა შეთანხმებით.

აღნიშნული თავისებურების გამო, უმნიშვნელოვანესია რომ არასამეწარმეო იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტები ზედმიწევნით ასახავდეს ორგანიზაციის როგორც საქმიანობას, ასევე გადაწყვეტილებისა და მართვის ორგანოებს.

ასევე, მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული სხვადასხვა მართვისა თუ აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებები, გადაწყვეტილების მიღების საშუალებები და მმართველობითი ორგანოების ხმათა გადანაწილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ხარვეზი აღმოჩნდეს როგორც ორგანიზაციის რეგისტრაციის ეტაპზე, ასევე დაფუძნების შემდგომ ორგანიზაციის მართვის დროს.

საქართველოში მოქმედი „გრანტების შესახებ კანონი“ განსაზღვრავს გრანტის მიმწოდებლისა და მიმღების სტატუსს, მიზნებს, პირობებსა და ანგარიშვალდებულებას. კანონის ცვლილებებით გამკაცრდა ადმინისტრაციული მოთხოვნები საჯარო სექტორთან კავშირის მქონე არასამეწარმეო სუბიექტებისთვის, რაც აუცილებელს ხდის სპეციალისტების ჩართულობას გრანტების დაგეგმვისა და გამოყენების ეტაპზე.

2025 წლის აპრილში ასევე კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც აიკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის გრანტების გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე.

არასამეწარმეო სამართლის სუბიექტებისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია 2025 წლის 1 აპრილს მიღებული კანონი, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა უცხოური პრინციპალის აგენტების ჩამონათვალი, საქმიანობების რეგისტრაციის წესები და პირობები.

აღნიშნული კანონი პირდაპირ ეხება ასევე არასამეწარმეო სამართლის სუბიექტებს, რომლებიც უცხოური პრინციპალისგან ფინანსდება. კანონი საკმაოდ ფართო და მნიშვნელოვან მოთხოვნებს აწესებს, რომელთან შესაბამისობისთვისაც კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია უმნიშვნელოვანესია.

არასამეწარმეო სამართალი - ჯასთის ლიგის სერვისები

„ჯასთის ლიგი“ გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას არასამეწარმეო სამართლის სფეროში: · არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაცია და წესდების მომზადება · დამფუძნებლებს შორის შეთანხმებების ფორმალიზება · გრანტების შესახებ ხელშეკრულებების შეფასება, შედგენა და მონიტორინგი · ორგანიზაციების საკონონმებლო შესაბამისობის დადგენა და უზრუნველყოფა მოთხოვნებთან · ანგარიშგებისათვის აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება

ჩვენი გუნდი სპეციალიზდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე დაფინანსებული პროექტების იურიდიულ უზრუნველყოფაში. ვთანამშრომლობთ ფონდებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან.

რატომ უნდა აირჩიოთ ჯასთის ლიგი?

  • არასამეწარმეო სამართლის სპეციფიკის ღრმა ცოდნა და კანონმდებლობის მუდმივი ანალიზი
  • რეალური გამოცდილება საგრანტო სამართლებრივ მხარდაჭერაში
  • გამჭვირვალე, მოქნილი ფასები და ინდივიდუალური მიდგომა
  • მრავალწლიანი პროფესიული პრაქტიკა არასამეწარმეო სამართლის სუბიექტებისთვის იურიდიული მომსახურების გაწევაში.

თუ გსურთ, თქვენი ორგანიზაცია იყოს სამართლებრივად სრულად გამართული და გამჭვირვალე, ჩვენი იურისტები მზად არიან, გაგიწიონ კვალიფიციური მომსახურება.

Justice League All rights reserved
Loading
არასამეწარმეო სამართალი | იურიდიული მომსახურება