უძრავი ქონება და სამშენებლო სამართალი
უძრავი ქონებისა და სამშენებლო სამართალი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და კომპლექსური სფეროა საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როდესაც ბაზარზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები და ურბანული განვითარება მიმდინარეობს.
აღნიშნული სექტორი მოიცავს როგორც მიწის, საცხოვრებელი და კომერციული ფართებთან დაკავშირებულ სამართლებრივ მხარეებს, ასევე მშენებლობის დაგეგმარებას, ნებართვის მიღებას, სამშენებლო პროცესის ზედამხედველობასა და დასრულებულ ობიექტზე საკუთრების უფლებების შეძენას.
ასევე, მნიშვნელოვანია კვალიფიციური იურიდიული მომსახურება მშენებარე ობიექტებში საკუთრების უფლების შეძენის დროს, რადგან ხშირ შემთხვევაში, მსგავსი პროექტები მაღალი რისკის მატარებელია და საჭიროა კარგი სამართლებრივი დაზღვევის მექანიზმები, თანხისა და უძრავი ქონების დაკარგვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
უძრავი ქონების საკანონმდებლო ჩარჩოები
უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ძირითადად არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ კანონმდებლობა კი მოიცავს საჯარო რეესტრის შესახებ კანონს და სხვადასხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
უძრავი ქონების რეგისტრაცია სავალდებულოა საჯარო რეესტრში, არის საჯაროდ ხელმისაწვდომი მესაკუთრეებისათვის და დაინტერესებული პირებისთვის და აწარმოებს საკუთრების უფლების ჩანაწერებს და იცავს მესაკუთრის ინტერესებს.
ნებისმიერი გარიგება უძრავ ქონებაზე (ნასყიდობა, იჯარა, ვალდებულებით დატვირთვა) ფორმდება წერილობითი ფორმით, გარიგება უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული ან უნდა მოხდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისი რეგისტრაცია.
სამშენებლო სამართალი საქართველოში – ძირითადი რეგულაციები სამშენებლო სამართალი საქართველოში მოიცავს ფართო სპექტრს – დაწყებული მიწათსარგებლობის წესებიდან, დამთავრებული მშენებლობის ნებართვის მოპოვებით და შენობის ექსპლუატაციაში მიღების წესებით.
ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტების ნორმატიული აქტები, რომლითაც განისაზღვრება კონკრეტული წესები.
უძრავი ქონების მფლობელები და დეველოპერები ხშირად აწყდებიან სამართლებრივ სირთულეებს, რომლებიც უკავშირდება:
-
მიწის საკადასტრო საზღვრების დაზუსტებასა და საკუთრების სტატუსს სამშენებლო ზონების შეზღუდვებს მუნიციპალიტეტებში (ზონირების რუკები) მომიჯნავე და მეზობლად მყოფი მესაკუთრეების თანხმობის მოთხოვნას – მრავალბინიან პროექტებში;
-
მშენებლობის ნებართვის მისაღებად მოთხოვნილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ბუნდოვანებას და ბიუროკრატიულ ბარიერებს.
ამ პროცესების სამართლებრივი გამართვა აუცილებელია არა მხოლოდ ნებართვის მიღებისთვის, არამედ იმისთვის, რომ მომავალში ობიექტზე მესაკუთრეობის უფლებების სრულად იყოს დაცული და თავიდან იყოს არიდებული რისკები.
უძრავი ქონება და სამშენებლო სამართალი — ჯასთის ლიგის სერვისები
„ჯასთის ლიგი“ სპეციალიზირდება უძრავი ქონებისა და სამშენებლო სამართლის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე:
- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების მომზადება და დარეგისტრირება
- საკუთრების უფლების დაცვა სასამართლოში, არბიტრაჟში და ადმინისტრაციულ ორგანოებში
- სამშენებლო ნებართვების, განაშენიანების გეგმისა და პროექტების
სამართლებრივი შეფასება
- სამშენებლო ხელშეკრულებების მომზადება (FIDIC-ს მექანიზმების ჩათვლით) მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა;
- საჯარო სივრცეების უფლებრივი სტატუსის მინიჭება/დადგენის სამართლებრივი მხარდაჭერა (საერთო სარგებლობის მიწები, გზები, ეზოები)
რატომ უნდა აირჩიოთ ჯასთის ლიგი?
7+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილება უძრავი ქონებისა და სამშენებლო სამართლის სფეროში.
შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და სანდო ურთიერთობა საჯარო რეესტრთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, არქიტექტურის სამსახურებთან გამჭვირვალე და მოქნილი საფასო პოლიტიკა
თუ გაქვთ პროექტი, რომლის იურიდიული გამართვა გჭირდებათ, იქნება ეს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მიწის გაყოფა, სამშენებლო ნებართვის მოპოვება თუ სასამართლოში საკუთრების დაცვა, ჯასთის ლიგი მზად არის დაგეხმაროთ და გაგიწიოთ სრული იურიდიული მომსახურება, რათა მიიღოთ პრაქტიკული სამართლებრივი გადაწყვეტილებები.