სტარტაპები

სტარტაპის წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, იდეის ინოვაციურობაზე, ფინანსურ რესურსებზე, მენეჯმენტზე, პროდუქტის მიწოდების ხერხებსა თუ მარკეტინგულ სტრატეგიაზე, თუმცა იურიდიული გამართულობა და ის სამართლებრივი საფუძველი, რითაც კომპანია ფუნქციონირებს, ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს.

სწორად შერჩეული იურიდიული ფორმა, გამართული იურიდიული დოკუმენტაცია, დაცული ინტელექტუალური საკუთრება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა სტარტაპის მდგრადობის და ინვესტორების ნდობის ერთ-ერთი ყველაზე მყარი გარანტიაა.

„ჯასთის ლიგი“ სპეციალიზდება სტარტაპების სამართლებრივ მხარდაჭერაში საქართველოში და გთავაზობთ სრულ სერვისს, რომელიც მორგებულია როგორც დამწყები სტარტეპერებისთვის, ისე განვითარებულ ტექნოლოგიურ გუნდების საჭიროებებზე.

რატომ უნდა დაიწყოთ სტარტაპი საქართველოში?

საქართველო ბოლო წლებში აქტიურად ავითარებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორს. ქვეყანაში მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმები, მაგალითად, ვირტუალური ზონის სტატუსი და საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, რაც სტარტაპებს აძლევს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას.

ასევე, კომპანიის რეგისტრაცია სწრაფი და მოქნილი პროცესია, გამართული საკანონმდებლო და ტექნიკური ბაზა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით, იძლევა კომპანიის 1-2 დღეში რეგისტრაციის შესაძლებლობას და შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალი rs.ge, გამარტივებული პროცედურებით აძლევს კომპანიას გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესაძლებლობას.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველო მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის, რაც საშუალებას აძლევს ადგილობრივ სტარტაპებს მოიზიდონ უცხოური ინვესტიციები, გააფორმონ საერთაშორისო ხელშეკრულებები და წარმატებულად იმუშავონ როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ძირითადი იურიდიული საკითხები სტარტაპის დაწყებისას საქართველოში სტარტაპის სამართლებრივი საფუძვლების სწორად დაგეგმვა თავიდან აგაცილებთ სერიოზულ გართულებებს მომავალში. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია:

  • იურიდიული ფორმის შერჩევა (შპს, ინდ. მეწარმე, სს და სხვ.)
  • საფამფუძნებლო შეთანხმებებისა და წესდების შემუშავება
  • ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაცია და დაცვა, იქნება ეს საავტორო უფლებები თუ სასაქონლო ნიშნები თუ დიზაინი
  • შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესების, კონფიდენციალურობისა და კონკურენციის შემზღუდველი პირობების განსაზღვრა გუნდის წევრებთან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობასთან, შრომის,
  • საგადასახადო და სხვა მნიშვნელოვან კანონმდებლობასთან შესაბამისობა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკის, სტარტაპის მიერ შექმნილი პროდუქტის გამოყენების წესებისა და პირობების, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მომუშავე პარტნიორებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების სრულყოფილი დრაფტების შექმნა.

რეგულაციები სტარტაპებისთვის — რა უნდა იცოდეთ?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სტარტაპების მიმართ ლოიალური გარემოა, გარკვეული სექტორები მოითხოვს სპეციფიკურ რეგულაციებთან შესაბამისობას. მაგალითად:

  • FinTech სტარტაპებს სჭირდებათ შესაბამისობა ეროვნული ბანკის რეგულაციებთან
  • E-commerce და SaaS მოდელისთვის აუცილებელია პერსონალური მონაცემების დაცვა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა
  • საერთაშორისო პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები ხშირად მოითხოვს საერთაშორისო კერძო სამართლის გამოყენებას, რითაც სამომავლო დავის შემთხვევაში მკაფიოდ განისაზღვრება დავის წესები და მოგებული დავის აღსრულების შესაძლებლობა.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპის სამართლებრივი ჩარჩო უკვე თავიდანვე იყოს გამართული და შეესაბამებოდეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.

ჯასთის ლიგის იურიდიული სერვისები სტარტაპებისთვის

ჯასთის ლიგი გთავაზობთ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას სტარტაპებისთვის, მათ შორის:

  • კომპანიის რეგისტრაცია და იურიდიული სტრუქტურის შექმნა, კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე
  • სადამფუძნებლო შეთანხმებებისა და წესდების მომზადება
  • წესებისა და პირობების (Terms & Conditions) და კონფიდენციალურობის პოლიტიკის (Privacy Policy) დოკუმენტების შექმნა სტარტაპის სპეციფიკის შესაბამისად
  • IP (ინტელექტუალური საკუთრების) დაცვა, საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის რეგისტრაცია
  • პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის შექმნა და როგორც ადგილობრივ კანონმდებლობასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან, ასევე GDPR-ის წესებთან შესაბამისობა
  • შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესის, მომსახურების, საპარტნიორო, უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების დრაფტების მომზადება
  • რეგულაციებთან შესაბამისობის ანალიზი და სრული მომსახურება კანონმდებლობასთან შესაბამისობის (compliance) კუთხით (AML, fintech, e-commerce და სხვ.)

თუ თქვენ ქმნით სტარტაპს ან უკვე მართავთ ტექნოლოგიურ კომპანიას და გსურთ რომ თქვენი კომპანიის მომავალი დაცული იყო სამართლებრივად, ჯასთის ლიგი მზად არის გახდეს თქვენი პარტნიორი სამართლებრივ საკითხებში.

Justice League All rights reserved
Loading
Services