
დიტო ხვიჩია
მმართველი პარტნიორი
დიტო ხვიჩია JUSTICE LEAGUE-ის მმართველი პარტნიორია. დიტო ფლობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხებს. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კურსი. მისი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს სამართლის არაერთ სფეროს. მისი ძირითადი სპეციალიზაციაა სამოქალაქო სამართალი, მათ შორის სახელშეკრულებო და ვალდებულებითი სამართალი, ბიზნეს სამართალი, სამეწარმეო/საკორპორაციო სამართალი, ასევე ლიცენზიებისა და ნებართვების სამართალი. მისი სპეციალიზაცია ასევე მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების სამართალს, ტელეკომუნიკაციებისა და აიტი სამართალს. მიუღია მონაწილეობა და განუხორციელებია არაერთი მსხვილ ბიზნეს ტრანზაქცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, როგორც კლიენტის წარმომადგენლისა და მრჩეველის სტატუსით. მიუღია მონაწილეობა როგორც ტრანზაქციის სრულად დაგეგმვასა და იურიდიულად დოკუმენტაციის მომზადებაში ასევე წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებებში. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და პრაქტიკოსი ადვოკატია 2017 წლიდან, ხოლო ადვოკატთა ასოციაციის მენტორი ადვოკატია 2020 წლიდან.