← Back to Team
ელენე ჯოხარიძე

ელენე ჯოხარიძე

პარალეგალი

ელენე არის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, რომელიც JUSTICE LEAGUE-ის გუნდს 2024 წლიდან შემოუერთდა და კომპანიაში პარალეგალის პოზიციას იკავებს. ელენე უნივერსიტეტიდან და სხვადასხვა პროფესიული პროექტიდან შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკულ რეალიზაციას მისი სტუდენტობის მე-2 კურსიდან ახორციელებს და კარიერული განვითარების მუდმივ პროცესშია. მისი წარსული და მიმდინარე იურიდიული საქმიანობა გულისხმობს ბიზნეს, კომერციულ, და შრომის სამართალში სასამართლოსთან ურთიერთობას, დავების წარმოებას, ხელშეკრულებების შედგენასა და სამართლებრივი რისკების დაზღვევას, ასევე, იურიდიულ კონსულტაციასა და დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას. ელენე ფლობს მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, მათ შორის, ნორმატიული აქტებისა და კონსტიტუციური პრინციპების თვალსაზრისით. მისი პროფესიული ინტერესის სფერო მოიცავს კორპორატიულ, საინვესტიციო და საარბიტრაჟო სამართალს კომპანიის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე გამართული ოპერირების უზრუნველსაყოფად. ელენე იურიდიული მიმართულებით მაგისტრის ხარისხის დაცვას გეგმავს როგორც საქართველოში, ისე ევროპულ უნივერსიტეტში. სწავლისა და მუშაობის პარალელურად ის აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროფესიულ კონკურსსა თუ პროექტში. ასევე, გახლავთ საქართველოს წარმომადგენელი დელეგატი ევროპულ პარლამენტში, ევროსაბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

Justice League All rights reserved
Loading