← Back to Team
ნიკოლოზ შუბაშვილი

ნიკოლოზ შუბაშვილი

უმცროსი იურისტი

ნიკოლოზ შუბაშვილი JUSTICE LEAGUE-ის გუნდის წევრი და უმცროსი იურისტია, რომელიც სპეციალიზდება სახელშეკრულებო და ბიზნეს სამართალში. ის აქტიურად არის ჩართული როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიების სამართლებრივ მხარდაჭერაში, რაც მოიცავს ხელშეკრულებების მომზადებას, მოლაპარაკებებში მონაწილეობასა და ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული საკითხის გადაჭრას. მისი პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს ინგლისურენოვანი ხელშეკრულებების მომზადებასა და საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობას. აღსანიშნავია მისი მონაწილეობა „რეაბილიტაციისა და კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროცესებში, რაც მის კომპეტენციას სამართლის სფეროში აჩვენებს. ნიკოლოზს ასევე აქვს გამოცდილება ენერგეტიკის სფეროში პროექტების სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფის, მათ შორის, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის მიმართულებით. ნიკოლოზმა სამართლის ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და ამჟამად სწავლას სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს. მას წარმატებით აქვს ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და ამჟამად გადის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადაპტაციის პროგრამას ლიცენზიის მისაღებად.

Justice League All rights reserved
Loading
Team