← Back to Team
ნინო დანელია

ნინო დანელია

იურისტი

ნინო დანელია JUSTICE LEAGUE-ის გუნდს 2024 წლის იანვრიდან შემოუერთდა. ნინომ დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრი და უკვე ფლობს ამავე უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს. ნინო ჯასთის ლიგში იკავებს იურისტის პოზიციას. იგი აქტიურად არის ჩართული კლიენტებთან ურთიერთობაში. მისი უკვე არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ნინოს სამუშაო სპეციფიკა მოიცავს, როგორც კორპორატიულ დოკუმენტებზე მუშაობას, ასევე სასამართლო დავებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობას. 2024 წლიდან, ნინო არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, რომლის მთავარ მიმართულებებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებში, საქართველოს ნებისმიერ ინსტანციაში წარმომადგენლობა წარმოადგენს. მას ასევე მოპოვებული აქვს დამატებითი სპეციალიზაცია (სამოქალაქო) ბავშვთა უფლებებში. ამავდროულად, ნინო არის სერტიფიცირებული ტრენერი, რომელიც მოწვეული ტრენერის ამპლუაში ატარებს ტრენინგების ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის არასრულწლოვანთა/ბავშვთა უფლებების შესახებ. ასევე, ნინოს გავლილი აქვს სსიპ - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებლი მედიაციის სასერტიფიკატო კურსი და Harvard law school – copyright X (Intellectual Property Law) კურსი. ნინო ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

Justice League All rights reserved
Loading