
იურისტი
ნინო ღუნაშვილი გუნდს 2022 წელს შეუერთდა. ნინო არის შედეგზე ორიენტირებული იურისტი, რომელსაც აქვს მყარი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება კერძო სამართლის სფეროში. JUSTICE LEAGUE-ში მისი პროფესიული და კარიერული ზრდის გათვალისწინებით ამჟამად ის იკავებს იურისტის პოზიციას. მისი პროფესიული პრაქტიკა მოიცავს სახელშეკრულებო სამართალს, იურიდიულ კვლევასა და ანალიზს, სასამართლო დავების მხარდაჭერას და კლიენტების საკონსულტაციო მომსახურებას. ნინო ღუნაშვილმა იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო შემდგომ კერძო სამართლის, კერძოდ, კი ICSID კონვენციისა და საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართლის, სფეროში მაგისტრის ხარისხი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში. მისი სპეციალიზაციის სფეროებია კორპორატიული და ბიზნეს სამართალი, სამშენებლო და მიწის სამართლის საკითხები, ასევე, გამოირჩევა სასამართლოსა და არბიტრაჟში წარმომადგენლობისა და სააღსრულებო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებით. კარიერის განმავლობაში, ნინო სხვადასხვა ორგანიზაციაში იკავებდა განსხვავებულ თანამდებობებს, მათ შორის იურიდიული ასისტენტის თანამდებობაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, თბილისის მერიის ა(ა)იპ-ის იურიდიულ განყოფილებაში. ნინო არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატი, რომელსაც მოპოვებული აქვს, ასევე სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებების დაცვაში. ნინო გამოირჩევა ანალიტიკური უნარჩვევებით, სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის სიზუსტით, ასევე, რთული სამართლებრივი საკითხების მოგვარებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარით.