ქართული ინოვაცია იღებს USPTO პატენტს

Justice League იურიდიული ფირმა მოხარულია გაცნობოთ, რომ United States Patent and Trademark Office-მა (USPTO) ოფიციალურად გასცა პატენტი ქართველი გამომგონებლის, ზურაბ გოგიტიძის მიერ შექმნილ ინვოაციაზე. აშშ-ში პატენტის მიღება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გზაზე და ადასტურებს გამოგონების სიახლესა და პატენტუნარიანობას ამერიკული საპატენტო სამართლის შესაბამისად.
პატენტის მიღება განხორციელდა Justice League Law Firm-ისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების - Wuersch & Gering LLP-ის - წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, რაც უზრუნველყოფდა პატენტის ეფექტიან რეგისტრაციასა და დაცვის პროცესს აშშ-ში.
გამოგონების ტექნოლოგიური არსი
დაპატენტებული ტექნოლოგია განკუთვნილია ელექტროქიმიური ენერგიის შენახვის მოწყობილობებისთვის, განსაკუთრებით კი ლითიუმის ელემენტებისა და ბატარეების სფეროში გამოსაყენებლად. გამოგონება წარმოადგენს ინოვაციურ მიდგომას კათოდური მასალების განვითარებაში და მნიშვნელოვანi წვლილი შეაქვს ენერგეტიკული ტექნოლოგიების პროგრესში.
კვლევებმა აჩვენა, რომ ახალი თაობის კათოდები, რომლებიც დაფუძნებულია ელექტროქიმიურად აქტიურ ბიოპოლიმერებზე, უზრუნველყოფს მასის ერთეულზე ათჯერ უფრო მაღალ ტევადობას, ვიდრე დღეს არსებული კომერციული კათოდური მასალები. ასეთი მაღალი აქტივობა განპირობებულია ზედაპირის განვითარებული სტრუქტურითა და ფუნქციური ჯგუფების, მათ შორის კარბონილის, ამიდისა და ალიფატური ჯგუფების სიმრავლით.
Justice League - ქართული ინოვაციების საერთაშორისო მხარდაჭერა
USPTO-ს მიერ პატენტის გაცემამ კიდევ ერთხელ დაადასტურა Justice League-ის გამოცდილება საერთაშორისო საპატენტო სამართალში და ჩვენი შესაძლებლობა, დავეხმაროთ ქართველ გამომგონებლებს საკუთარი იდეების გლობალურ დონეზე დაცვასა და კომერციალიზაციაში.
ვულოცავთ ზურაბ გოგიტიძეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და მადლობას ვუხდით ყველა კოლეგასა და პარტნიორს, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტის წარმატებით დასრულებაში. Justice League მომავალშიც გააგრძელებს ქართული ინოვაციების მხარდაჭერას და მათი გატანას მსოფლიო ბაზარზე.

ᲓᲘᲢᲝ ᲮᲕᲘᲩᲘᲐ
January 13, 2026









