როგორ დავიცვათ ბიზნესი დავისგან საქართველოში

როგორ დავიცვათ ბიზნესი დავისგან საქართველოში

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება მოითხოვს ბევრად მეტ ორგანიზებას ვიდრე უბრალოდ ძლიერი ბიზნეს მოდელის არსებობა და საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვა.

იმისათვის, რომ ეფექტიანად დაიცვათ თქვენი ბიზნესი, აუცილებელია მყარი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რომელიც წინასწარ უზრუნველყოფს გარკვეული რისკების დაზღვევას და შეამცირებს სამომავლო დავების ალბათობას.

სწორი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა ხელს უწყობს კონფლიქტების პრევენციას, იცავს ბიზნესის აქტივებს, აძლიერებს პარტნიორულ ურთიერთობებს და ხელს უწყობს გრძელვადიან, მდგრად განვითარებას.

ქვემოთ მოცემულია ის ძირითადი სამართლებრივი ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია საქართველოში ბიზნესის ოპერირებისას, რათა შემცირდეს დავის რისკები და შენარჩუნდეს სტაბილური განვითარების შესაძლებლობა.

ხელშეკრულების შედგენა

მაქსიმალური სიზუსტით შედგენილი და დეტალებზე ორიენტირებული ხელშეკრულებები ბიზნესის დაცვის მთავარი საფუძველია. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ზეპირი ფორმით არსებული შეთანხმებები რთულად დასამტკიცებელი და აღსრულებადია.

ნებისმიერი ურთიერთობა, იქნება ეს თანამშრომლებთან, მომწოდებლებთან, პარტნიორებთან, თუ კლიენტებთან უნდა დარეგულირდეს წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ძირითადი საკითხების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა პასუხობდეს ხელშეკრულება:

  • მხარეთა უფლებების, ვალდებულებების და მოლოდინების დეტალური აღწერა;
  • მხარეთა ფინანსური ვალდებულებები და პასუხისმგებლობა;
  • მტკიცების ტვირთის განაწილება მხარეთა შორის;
  • კონფიდენციალურობისა და გაუთქმელობის პირობები;
  • საჭიროებისამებრ, ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული რეგულაციები;
  • დავების გადაწყვეტის ძირითადი და ალტერნატიული მექანიზმები როგორიცაა ეროვნული სასამართლოები და არბიტრაჟი - საქართველოს ან საერთაშორისო იურისდიქციის მითითებით. დავის გადაწყვეტის მექანიზმად არბიტრაჟის მითითება უზრუნველყოფს დავის სწრაფ, მიუკერძოებელ და ეფექტურ გადაწყვეტას, რაც ასევე მოიცავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას;

ყურადღებით შედგენილი ხელშეკრულებები უზრუნველყოფს მხარეთა რეალური ინტერესების დაცვას და ქმნის იმ სამართლებრივ საფუძველს დავის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს სასამართლოში დავის დაწყების რისკს და ბიზნესის სტაბილურობას.

კორპორატიული დოკუმენტაციის მნიშვნელობა

კორპორატიული დოკუმენტაციის მოწესრიგება აუცილებელია, როგორც ბიზნეს საქმიანობის გამჭვირვალობისთვის, ისე ბიზნესის დაცვის უზრუნველსაყოფად. სრულყოფილი და გამართული დოკუმენტაცია ადასტურებს საქმიანობის კანონთან შესაბამისობას და იცავს კომპანიას აუდიტის ან დავის არსებობის შემთხვევაში.

კორპორატიული დოკუმენტები, მათ შორის, მოიცავს:

  • კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, მათ შორის, წესდებასა და სალიცენზიო დოკუმენტაციას;
  • შრომით და მომსახურების ხელშეკრულებებს;
  • კლიენტებთან და მომწოდებლებთან არსებულ შეთანხმებებს;
  • ფინანსურ დოკუმენტაციას, ინვოისებსა და საგადასახადო დეკლარაციებს;

დოკუმენტაციის სისწორე და მათი სისტემატიზაცია კომპანიას დავის შემთხვევაში საშუალებას მისცემს დაიცვას საკუთარი პოზიცია და არგუმენტირებულად უპასუხოს სახელმწიფოს მხრიდან წამოჭრილ კითხვებსა და წარდგენილ პრეტენზიებს.

თანამშრომლებსა და პარტნიორებთან ურთიერთობის ფორმალიზება

შიდა კონფლიქტები პარტნიორებს, დამფუძნებლებსა და თანამშრომლებს შორის ბიზნესის არასტაბილურობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. შიდა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მკაფიო წესებისა და პირობების განსაზღვრა, რომელიც თვალსაჩინოს გახდის მხარეთა ნებას.

ძირითადი საკითხები, რომელიც შესაძლებელია პარტნიორებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას გაითვალისწინოთ:

  • თანამშრომლებთან ურთიერთობის რეგულირების ნაწილში, მნიშვნელოვანია როგორც კომპანიის შრომის შინაგანაწესი, ისე დასაქმებულებთან გაფორმებულ შრომითი ხელშეკრულებებში დეტალურად გაიწეროს დასაქმებულის ვალდებულებები, ანაზღაურება და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობას;
  • კომპანიის პარტნიორებთან ურთიერთობისას გასათვალისწინებელია პარტნიორთა გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის წესი, ფარგლები და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა;
  • კონკურენციის შეზღუდვისა და კონფიდენციალურობის შეთანხმებები;
  • აქციების/წილების გადანაწილებისა და მოგების განაწილების პრინციპები;

წინასწარ განსაზღვრული წესები იცავს ბიზნესს, ამცირებს კონფლიქტის რისკს და უზრუნველყოფს სამართლიან და ეფექტიან თანამშრომლობას.

სამართლებრივი შესაბამისობა

სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა ერთჯერადი პროცესი არ არის, არამედ მუდმივად საჭიროებს მონიტორინგს. სამართლებრივი შესაბამისობა უზრუნველყოფს კანონთან შესაბამისობას და ხელს უშლის სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და შესაძლო დავებს.

სამართლებრივი შესაბამისობის მიზნით რეკომენდებულია:

  • პერიოდული იურიდიული აუდიტი;
  • შრომითი პოლიტიკის გადახედვა საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად;
  • საგადასახადო საკითხების კონტროლი და ანგარიშგების სიზუსტე;
  • ლიცენზიებისა და ნებართვების დროული განახლება;
  • დავების გადაწყვეტის მექანიზმების ეფექტიანობის პერიოდული შემოწმება;
  • საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების მონიტორინგი;

პრევენციული სამართლებრივი ღონისძიებები თავიდან აგაცილებთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს და უზრუნველყოფს ბიზნესის სტაბილურ განვითარებას.

რატომ უნდა აირჩიოთ იურიდიული კომპანია „ჯასთის ლიგა“ ბიზნეს დავების პრევენციისათვის?

შესაბამისი სამართლებრივი ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვილი პარტნიორი ბიზნესს იცავს გაუთვალისწინებელი რისკებისა და გამოწვევებისგან. იურიდიული კომპანია „ჯასთის ლიგა“ ბიზნესს სთავაზობს სრულ იურიდიულ მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნეს საქმიანობის გამართულ პროცესს და დინამიურ განვითარებას.

ჩვენი უპირატესობები:

  • ინდივიდუალურად მორგებული სამართლებრივი სტრატეგიები;
  • საკორპორაციო, შრომითი და სახელშეკრულებო სამართლის სიღრმისეული ცოდნა და მაღალი კვალიფიკაცია;
  • მუდმივი მონიტორინგი და რისკების შეფასება;
  • სწრაფი და ზუსტი იურიდიული მომსახურება;

შესაბამისად, პროფესიული იურიდიული მხარდაჭერა უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის უსაფრთხო და მდგრად განვითარებას.

ნინო ღუნაშვილი

ᲜᲘᲜᲝ ᲦᲣᲜᲐᲨᲕᲘᲚᲘ

December 24, 2025

Justice League All rights reserved
Loading